საზოგადოებასაქართველო

როგორია COVID-19-ის ბოლო 3 თვის სტატისტიკა საქართველოში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 19 397 შემთხვევა დადასტურდა. 

„ტაბულას“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის დეკებერში 200 011 ტესტი ჩატარდა და 2 849 შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის მაჩვენებელი 1.42 % იყო.

2023 წლის იანვარში დადებითობის მაჩვენებელი იყო 4.29%. 165 363 ტესტი ჩატარდა და აქედან კორონავირუსი 7 088 ადამიანს დაუდასტურდა.

NCDC-ის ცნობით, იანვარში COVID-19-ით 9 460 ადამიანი დაინფიცირდა, 140 378 ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელმა კი 6.74%-ს მიაღწია.

ბოლო სამი თვის მონაცემებით, კორონავირუსზე ტესტი 505 752-მა ადამიანმა ჩაიტარა, დადებითობის საშუალო მაჩვენებელი კი 3.84%-ს შეადგენს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close