მსოფლიოსაზოგადოება

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, ამჯერად ნგრევის და მსხვერპლის გარეშე

თურქეთში დღეს ნაშუადღევს 5.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ბიძგები ადგილობრივი დროით 13:27 სთ-ზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ნიღდეს პროვინციაში (ცენტრალური ანატოლიის რეგიონის სამხრეთ ნაწილში) იყო, მისი კერის სიღრმე – 7 კილომეტრი. მედიის ცნობით, საბედნიეროდ, სტიქიას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

6 თებერვალს თურქეთში, ქაჰრამანმარაშში მომხდარი 2 დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა ბოლო მონაცემებით თურქეთსა და სირიაში 50 000-ს გადააჭარბა. თურქეთში დაღუპულია 44 200-ზე მეტი ადამიანი, სირიაში – 5 900-ზე მეტი. მიწისძვრამ 13 მლნ-ზე მეტი ადამიანი დააზარალა, ბევრი მათგანი საცხოვრებლის და ყველაფრის გარეშე დარჩა.

მიწისძვრის რეგიონებში სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close