ქართველები უცხოეთში

„ამერიკის ვარსკვლავი“ 26 თებერვალს ABC-ს ეთერში იქნება და შეგიძლიათ მიყუროთ” – ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე „ამერიკის ვარსკვლავის“ მონაწილეა.

როგორც ცნობილი ხდება, გადაცემის პრემიერა ABC-ს ეთერში ხვალ შედგება.

„ამერიკის ვარსკვლავი” 26 თებერვალს ABC-ს ეთერში იქნება და შეგიძლიათ მიყუროთ”, – წერს ნუცა ბუზალაძე.

‘American Idol’-ის შოუ ABC-ზე კვირას აშშ-ის დროით 20:00/19:00 სთ-ზე დაიწყება (8/7c – 20 სთ-ზე დაიწყება აღმოსავლეთ ნაწილის დროით, 19 სთ-ზე ცენტრალური ნაწილის დროით).

fortuna.ge ნუცას აშშ-ში დაუკავშირდა, სადაც ის კონკურსისთვის იმყოფება და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

აღსანიშნავია, რომ ნუცას ყველაფერზე საუბრის უფლება არ აქვს, სანამ ეპიზოდი ეთერში არ გავა.

როგორ აღმოჩნდი „ამერიკის ვარსკვლავის“ კასტინგზე?

ნუცა ბუზალაძე:

უკვე 8 წელია, რაც ამ პროექტში მოხვედრა მინდა, თუმცა ძალიან რთული გზა გავიარე. შეუძლებელიც კი იყო ჩემთვის, იმდენჯერ ვცადე, მაგრამ არ ვნებდებოდი. ბოლო ცდაზე გამოვიდა. საოცარი შეგრძნება მქონდა, დაუვიწყარი ემოციები იყო ჩემთვის. ჟიურის წევრები არიან ლეგენდები, განსაკუთრებით ლაიონელ რიჩი. ვერ ვიჯერებდი, რომ მათ წინაშე უნდა მემღერა. რომ ჩადიხარ და ნახულობ, რამდენი ადამიანი მუშაობს პროექტზე, როგორ მუშაობენ და რა ხარისხით, ეს ცალკე გამოცდილებაა.

ვრცლად ინტერვიუ იხილეთ ბმულზე: ექსკლუზიური ინტერვიუ ნუცა ბუზალაძესთან „ამერიკის ვარსკვლავის“ შესახებ: „მივედი მათთან, ვისაც „ღმერთებს“ ეძახიან… ისეთ შოკში ვიყავი სიმღერისას, არაფერი მახსოვს…“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close