მსოფლიოკრიმინალი

საფრანგეთში მოსწავლემ გაკვეთილის დროს მასწავლებელი ქალი მოკლა

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში, სენ-ჟან-დე-ლიუზში (Saint-Jean-de-Luz, დეპარტამენტი – Pyrénées-Atlantiques), ერთ-ერთ კოლეჯში მოსწავლემ გაკვეთილის დროს მასწავლებელ ქალს დანა დაარტყა. მიყენებული ჭრილობისგან მასწავლებელი გარდაიცვალა.

შემთხვევა ოთხშაბათს, 22 თებერვალს მოხდა წმინდა თომა აკვინელის კათოლიკურ ლიცეუმში. 53 წლის ესპანური ენის მასწავლებელი გაკვეთილს ატარებდა, როდესაც 16 წლის მოსწავლე ბიჭი მასთან მივიდა და,  თვითმხილველების თქმით, „სიტყვის უთქმელად მკერდში დანა ჩასცა“. სასწრაფოს მოსვლის დროს ქალი ცოცხალი იყო, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

16 წლის მოზარდი დააკავეს, იგი პატიმრობაში იმყოფება. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ლიცეუმში ამბობენ, ესპანურის მასწავლებელი ძალიან კარგი, უკონფლიქტო ქალი იყო და ყველას უყვარდა. მომხდარ ტრაგედიას არაფერი მოასწავებდა, რადგან სკოლა თავისი მშვიდი ატმოსფეროთი გამოირჩევა.

გამომძიებლების ვარაუდით, მკვლელობა ტერაქტი არ ყოფილა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოზარდს შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები ჰქონდეს. Franceinfo-ს ცნობით, მან თქვა, რომ „შეპყრობილი“ იყო და ხმები ესმოდა.

მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close