ჰოროსკოპი

რა სჭირდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, რომ დღეგრძელი იყოს?

თუ გსურთ, მტკიცე ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ მრავალი წლის განმავლობაში, ექიმების რჩევებს ყური უგდეთ, თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, არც ვარსკვლავების „მოსმენა“ იქნება ზედმეტი.

ასტრომედიცინის თვალსაზრისით, ჯანსაღი ცხოვრების წესი – პოზიტიური აზროვნება და ჰარმონიული ასტრალია, რადგან ადამიანში გონებრივი-სულიერი ხვრელების გაჩენა ხშირად ხდება დაავადებების გამომწვევი მიზეზი.

საინტერესოა, რას გვირჩევენ ასტროლოგები, რა უნდა გააკეთოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა, rრათა დღეგრძელი იყოს?

ვერძი

ვერძებო, უნდა ისწავლოთ თქვენი აგრესიულობის მოთოკვა მისი გამოვლენის მომენტებში. თავისი არსით, აგრესია შორს არ არის ბოროტებისგან და ეს საშინელი სულიერი დაავადებაა, რომელიც ბუნებრივ სიცოცხლისუნარიანობას გართმევთ. კარგი იქნება, თუ  საკუთარი ორგანიზმის მოსმენას ისწავლით, რომელიც საფრთხის შესახებ  ყოველთვის მიგანიშნებთ, მაგრამ ზოგჯერ გადაჭარბებული აქტიურობისა და მუშაობის გამო ამას ჯიუტად ვერ ამჩნევთ.

კურო

კუროს ნიშნის წარმომადგენლებო, უნდა შეძლოთ საკუთარი თავის კონტროლი საკვების მიღების დროს. ისწავლეთ დროულად გაჩერება! ცუდი ჩვევები სიმსუქნეს, დეპრესიას და სწრაფ დაღლას იწვევს.

ტყუპი

ტყუპებო, შეეცადეთ, თქვენი თავის ტვინი „გაასუფთაოთ“ და რეგულარულად მოახერხოთ მიღებული ინფორმაციის გაფილტვრა. შედეგად მშვიდი ნერვული სისტემა გექნებათ. და ეს არის თქვენი ხანგრძლივი და, რაც მთავარია, ბედნიერი ცხოვრების საწინდარი.

კირჩხიბი

კირჩხიბებო, თქვენი ახალგაზრდობის „აბი“ არის უნარი, აკონტროლოთ თანდაყოლილი შფოთვა, რომელიც ყველაზე ხშირად საკუთარი თავის სიბრალულს ეფუძნება. გესმოდეთ, რომ ეს გრძნობა დამღუპველია, ის მაგნიტივით იზიდავს თქვენს ცხოვრებაში დამანგრეველ ენერგიას, რომელიც პიროვნების გასაძლიერებლად კი არა დასასუსტებლად მუშაობს.

ლომი

ლომებო, სასურველია ისწავლოთ თქვენი შესაძლებლობების ობიექტურად შეფასება. როგორც წესი, თქვენი დაავადებები, ძირითადად, საკუთარი ძალების გადაჭარბებული შეფასებიდან მოდის. ზოგჯერ საკუთარ თავს, უბრალოდ, შეუძლებელ სუპერ-დავალებებს აძლევთ, რომლებიც ნელა და მტკიცედ გართმევენ ენერგიას, რაც  ფუნქციური ნევროზების პროვოცირებას იწვევს.

 ქალწული

ქალწულებმა უნდა იმუშაონ თავიანთ ეჭვიან ხასიათზე, რაც ყველაზე მეტად ანგრევს მათ სიცოცხლეს. ეჭვიანობა უნდობლობასა და შფოთვას იწვევს, რასაც დროთა განმავლობაში ისინი ქრონიკულ ფსიქიკურ აშლილობამდე მიჰყავს და, ასევე, ზიანს აყენებს მათ ზოგად ფიზიკურ ჯანმრთელობას.

სასწორი

სასწორებისთვის მნიშვნელოვანია ენერგიების ბალანსი. ჰარმონიის, სამართლიანობის დარღვევა მორალურ სიცარიელეს იწვევს, ამ მდგომარეობაში ადამიანს ცხოვრება უჭირს. ამიტომ სიკეთის, პატიოსნებისა და წესიერების უგულებელყოფით ისინი ჯანმრთელობასაც კარგავენ!

მორიელი

მორიელებისთვის სასარგებლოა გონებრივი თვითკონტროლი. ნებისმიერი სახის  უარყოფითი ენერგიის დამუშავების და გამოდევნის უნარი მათი დღეგრძელობის გასაღებია. მუდმივ სტრესს ორგანიზმი თვითგანადგურებამდე მიჰყავს. ისწავლეთ განტვირთვა არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ გონებრივადაც.

 მშვილდოსანი

მშვილდოსნებო, აუცილებლად მოთოკეთ თქვენი ამპარტავნება. დამახინჯებული მსოფლმხედველობა და საკუთარი ცუდი ქმედებების გამართლება სასიკეთოდ არ გამოგადგებათ და ორგანიზმის დამცავი უნარის შესუსტებამდე მიგიყვანთ. შედეგად, მოსალოდნელია სხვადასხვა დაავადების განვითარება.

თხის რქა

თხის რქებო, გირჩევთ ნაკლები პრაგმატიზმით და მატერიალიზმით მიუდგეთ ცხოვრებას, რაც უფრო ოპტიმიზმით აგავსებთ და ცხოვრებას გაგიხანგრძლივებთ. მატერიალური სამყარო შესანიშნავია, მაგრამ ადამიანი ისეთი არსებაა, რომელსაც სულიერი შემადგენლის გარეშე  ცხოვრება არ შეუძლია. ეს დაიმახსოვრეთ!.

მერწყული

მერწყულებს პრობლემები მხოლოდ თავისუფლების დამახინჯებული გაგების შემთხვევაში აქვთ, რამაც შეიძლება კრუნჩხვები, სპაზმები, ლიმფის და სისხლის ცუდი მიმოქცევა გამოიწვიოს. გაარკვიეთ,  სად არის ნამდვილი თავისუფლება და სად – პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევა,  მაშინ ყველაფერი სწრაფად დადგება თავის ადგილზე.

 თევზები

თევზებს ყველაზე სუსტი ბუნებრივი სიცოცხლისუნარიანობა აქვთ, რაც თვითშთაგონებისა და თავის მოტყუების შემთხვევაში ხშირად ამ ნიშნის ადამიანების მუდმივ დაღლილობაში ვლინდება. ისწავლეთ საკუთარი ენერგიის დამოუკიდებლად გაწმენდა, თქვენი არქეტიპის პოლარობა საშუალებას მოგცემთ, არა მხოლოდ საკუთარი თავს უმკურნალოთ, არამედ თქვენს გარემოცვასაც.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close