ვიდეოიტალიაკულტურა

იტალია: სანრემო 2023-ის გამარჯვებული მარკო მენგონი გახდა სიმღერით DUE VITE (ვიდეო)

იტალიის ყველაზე ცნობილი მუსიკალური კონკურსის – სანრემოს ფესტივალის გამარჯვებული წელს მარკო მენგონი (Marco Mengoni) გახდა სიმღერით Due Vite.

34 წლის მომღერალმა კონკურსის მთავარი პრიზი – „ოქროს პალმა“ მიიღო. კომპოზიცია Due Vite კონკურსზე თავიდანვე ფავორიტად ითვლებოდა.

აღსანიშნავია, რომ სანრემოს ფესტივალის წამყვანი, ამადეუსთან და კიარა ფერანისთან ერთად წელსაც ცნობილი მომღერალი და მსახიობი ჯანი მორანდი იყო.

სანრემოზე გამარჯვებული წარადგენს იტალიას ევროვიზიის კონკურსზე, რომელიც წელს უკრაინის ნაცვლად ბრიტანეთში ჩატარდება უკრაინაში მიმდინარე ომის გამო.

მარკო მენგონი პირდაპირ ფინალურ ეტაპზე ჩაერთვება ევროვიზიის კონკურსში (ისევე, როგორც უკრაინის, ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის და ესპანეთის წარმომადგენლები), რომელიც 9-13 მაისს გაიმართება ლივერპულში.

მარკო მენგონი სანრემოს გამარჯვებული მეორედ გახდა – პირველად „ოქროს პალმას“ იგი 2013 წელს დაეუფლა. მაშინ მომღერალმა შეასრულა სიმღერა L’essenziale. შესაბამისად, მენგონიმ ერთხელ  უკვე წარადგინა იტალია ევროვიზიის კონკურსზე 2013 წელს, შვედეთის ქალაქ მალმეში და 26 მონაწილეს შორის მე-7 ადგილი დაიკავა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close