იტალიასაზოგადოება

იტალიაში მიწისძვრა მოხდა, ხალხი ქუჩაში გამოვიდა

რამდენიმე მცირე ბიძგი განმეორდა, თუმცა ნგრევაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა; ერთ-ერთ გზაზე მცირე მეწყერი ჩამოწვა

იტალიაში, სიენასთან ახლოს, ადგილობრივი დროით 21:51 სთ-ზე (თბილისის დროით 00:51 სთ)  3,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ „ანსა“ იტყობინება, გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის (Ingv) ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი სიენიდან სამხრეთით, 1 კმ-ის დაშორებით იყო. მისი ფოკალური სიღრმე კი 8 კმ-ს შეადგენდა.

ძირითადი ბიძგის შემდეგ რამდენიმე მცირე აფთერშოკი დაფიქსირდა.

მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია, თუმცა მოქალაქეებმა ბიძგებმა შეაშინა და ქუჩაში გამოვიდნენ.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების შედეგად strada delle Grotte-ზე მცირე მეწყერი ჩამოწვა, თუმცა განსაკუთრებული პრობლემების გარეშე. უსიამოვნო შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ქუჩა ჩაიკეტა და იქ ადგილობრივი პოლიციელები იმყოფებიან.

.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close