რას არ გაიგებ/ფაქტებიშეუცნობელი

ბუნების გაფრთხილება – როგორ უცნაურად იქცეოდნენ ჩიტები და ძაღლები თურქეთის მიწისძვრამდე

მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ვითარდება და იხვეწება ადრეული გაფრთხილების სისტემები, რომლებმაც ადამიანებს უნდა მისცენ დრო, თავი დაიცვან ბუნებრივი კატასტროფებისაგან, კაცობრიობა სტიქიის წინაშე დღემდე უძლურია. 

სანამ ადამიანები ტექნოლოგიების გაუმჯობესებას ცდილობენ, ყური მივუგდოთ ბუნებას – მას უკვე აქვს საკუთარი ეფექტიანი გამაფრთხილებელი სიგნალები და ეს არაერთხელ დადასტურებულა ფაქტებით.

ასეთი ბუნებრივი ინდიკატორები არიან ცხოველები და ფრინველები – ცნობილია, რომ კატასტროფის წინ ისინი უჩვეულოდ იქცევიან და თავშესაფარს ეძებენ .

ერთ-ერთი ასეთი ფენომენი ახლახან დაფიქსირდა ფირზე ორშაბათს, 6 თებერვალს, თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების სერიამდე. ჩიტები უჩვეულოდ  ხმაურობენ, გუნდებად ერთიანდებიან და აშკარად აჟიტირებულ მდგომარეობაში არიან რაღაცის (ალბათ ცუდის) მოლოდინში.

მოახლოებული კატასტროფის კარგი ინდიკატორები არიან ძაღლებიც. როგორც თვითმხილველები ამბობენ – და ამას ქვემოთ მოყვანილი ვიდეოც ადასტურებს, თურქეთში დამანგრეველ მიწისძვრამდე 2 საათით ადრე ქუჩაში ძაღლები განუწყვეტლივ ყმუოდნენ.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close