სპორტი

პირველი ოქრო ისტორიაში – საქართველოს სახელით მოციგურავე ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონი გახდა (ვიდეო)

ფინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ ოქროს მედალი მოიპოვა.

ანასტასია მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე იყო და თავისუფალ პროგრამაშიც საუკეთესო შედეგი აჩვენა 24 მონაწილეს შორის.

20 წლის მოციგურავემ ორივე პროგრამაში ჯამურად 199,91 ქულა დააგროვა და საკმაოდ დიდი უპირატესობით – 6,43 ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ბელგიელ ლეონა ჰენდრიკს (193.48 ქულა).

ფოტო: Reuters

საქართველოს მოციგურავეთა ნაკრების ისტორიაში ეს პირველი ოქროა ევროპის ჩემპიონატზე, აქამდე კონტინენტის ჩემპიონის ტიტულს ჩვენი ნაკრების არცერთი სპორტსმენი არ დაუფლებია. მხოლოდ 3-ჯერ დავიკავეთ მესამე ადგილი – 2 ბრინჯაოს მედალი ელენე გედევანიშვილმა მოიპოვა, ერთი კი –  მორის ყვითელაშვილმა.

ამჯერად, ფინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მორის ყვითელაშვილმა ინდივიდუალურ ასპარეზობაში მე-16 ადგილი დაიკავა. მე-7 ადგილზე გავიდა ნიკა ეგაძე.

დღეს მოგვიანებით ყინულზე გამოვლენ მოცეკვავე წყვილები – გიორგი რევია და მარია კაზაკოვა, რომლებიც პირველი გამოსვლის შემდეგ მე-8 ადგილზე არიან.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close