მოგზაურობატექნოლოგიებისაქართველო

საქართველოს საფეხმავლო ბილიკების შესახებ ინფორმაცია ქართულ მობილურ აპლიკაციებში იქნება ხელმისაწვდომი – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

საერთაშორისო სათავგადასავლო პლატფორმა Wikiloc-ის შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონიშნული საფეხმავლო ბილიკები უკვე ქართულ მობილურ აპლიკაციაზეც არის ხელმისაწვდომი – „Biliki ბილიკის“ შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე აპლიკაციაში ჩატვირთულია ბილიკების ნაწილი და ის ეტაპობრივად განახლდება.

აღსანიშნავია, რომ აპლიკაციის გამოსაყენებლად ინტერნეტთან კავშირი აუცილებელი არ არის

„აპლიკაცია მოგზაურებს საქართველოს საფეხმავლო ბილიკების შესახებ ინფორმაციას აწვდის: ბილიკის GPS ტრეკს, რუკას, აღწერას და ფოტოსურათებს, რომლებიც დაეხმარება მოლაშქრეებს დაგეგმონ, აირჩიონ და მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია მოცემული საფეხმავლო ბილიკების შესახებ.

ბილიკების გამოყენება ოფლაინ რეჟიმშიცაა შესაძლებელი iOS-ის მომხმარებლებისთვის ბმულიდან, ხოლო ანდროიდის მომხმარებლებისთვის ბმულზე“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close