კრიმინალისაქართველო

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ნოდარ ათუაშვილი საიდუმლოდ დაკრძალეს

ყოფილი სამხედროს, 49 წლის ნოდარ ათუაშვილის ცხედარი პროზექტურაში აღარ ასვენია. 

20 იანვარს მეზობლებზე თავდამსხმელი ყოფილი სამხედროს დაკრძალვის ადგილი ამ დროისათვის უცნობია, თუმცა საგარეჯოელების დაუდასტურებელი ინფორმაციით, ათუაშვილი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში გადაასვენეს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში ადასტურებენ, რომ გარდაცვლილი სოფელში არ გადაუსვენებიათ.

„აქ ცხოვრობს ნახევარძმა, გარდაცვლილის სახლი გაყიდულია, კარგა ხანია. ძმამ უარი თქვა გადმოსვენებაზე. მოარული ხმებია, რომ გამოუჩნდნენ ნათესავები, რომლებმაც დასავლეთ საქართველოში გადაასვენეს. დღესაც სოფელში ერთმანეთს ვესაუბრებოდით, საშინელება ჩაიდინა, მაგრამ ცხედრის დაკრძალვა ხომ უნდა მომხდარიყო, ხომ არ შეიძლება ადამიანი არ დაასაფლაო“, – ამბობს მანავის ერთ-ერთი მცხოვრები.

ყოფილი სამხედროს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადასვენებას მეზობლები ეწინააღმდეგებოდნენ.
ქართული საპროცესო კანონმდებლობა კი, იდენტიფიცირებული პირების დაკრძალვის წესს არ ითვალისწინებს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას, მხოლოდ უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვის ვალდებულება აქვს.

ცნობისთვის, საგარეჯოში 20 იანვრის ღამეს მოკლული ახალგაზრდები უკვე დაკრძალეს.

primetime.ge

საგარეჯოში სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხუთი დაიჭრა – დაღუპული ახალგაზდების ვინაობა ცნობილია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close