ტექნოლოგიებიnews

WhatsApp-ს ახალი ფუნქცია დაემატა

პოპულარულ მესენჯერ WhatsApp-ს ახალი ფუნქცია დაემატა. გამოცემა The Verge-ის ცნობით, ახლა მომხმარებლებს შეუძლიათ, საკუთარ თავს გაუგზავნონ შეტყობინება.

„შექმენით ჩატი საკუთარ თავთან, სადაც მოსახერხებელი იქნება ჩანაწერებისა და ბმულების შენახვა. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება შენახული შეტყობინებების სინქრონიზება სხვადასხვა მოწყობილობას შორის… დააჭირეთ „ჩატის ძებნას“ და აირჩიეთ „შეტყობინება საკუთარ თავს“, – ნათქვამია აპლიკაციის ახალი ვერსიის განმარტებაში.

აგრეთვე, მესენჯერის მომხმარებლები შეძლებენ დიალოგში მათთვის საჭირო შეტყობინების მოძებნას თარიღის მეშვეობით. ამასთან, ადამიანებს შეუძლიათ გაარკვიონ, ვის შეუძლია მათი ნახვა ონლაინ რეჟიმში.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close