ჰოროსკოპი

ყველა წინაღობას გადალახავენ – ზოდიაქოს 4 ყველაზე ამბიციური ნიშანი

ზოდიაქოს ნიშნებს შორის ასტროლოგები 4 ყველაზე ამბიციურ ნიშანს გამოყოფენ. ნახეთ, თქვენც ხართ თუ არა მათ შორის.

ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც  თქვენი პიროვნების ძირითად მახასიათებლებს მოიცავს, დაგეხმარებათ საკუთარი პოტენციალის ამოცნობაში, მაგრამ კარგი იქნება სხვა პლანეტებისა და ასპექტებისთვის ყურადღების მიქცევა. მაგალითად, მარსი პასუხისმგებელია ადამიანის ნების გამოვლენაზე, ბრძოლის სურვილსა და გამარჯვებისკენ სწრაფვაზე, ამიტომ თუ ეს პლანეტა ვერძში (ნიშანი, რომელსაც ის მართავს) გაქვთ, წარმოუდგენლად მიზანდასახულიც იქნებით. ვერძებისთვის არასოდეს არის საკმარისი ეპითეტი „კარგი“, მათ სურთ, იყვნენ ყველაზე აღმატებულნი.

უფრო მეტიც, ასტროლოგიაში არის ისეთი კარდინალური ნიშნები (ვერძი, კირჩხიბი, სასწორი, თხის რქა), რომლებიც თავიანთი მიზნებისა და იდეალების მიმართ განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევიან. თუ ამ ნიშნებიდან ერთ-ერთი თქვენს მეათე სახლშია, დიდი ალბათობით, არასოდეს უღალატებთ თქვენს პრინციპებს, არასდროს იტყვით უარს საკუთარ ოცნებებზე.

შეგახსენებთ: ასტროლოგების თქმით, იმ ადამიანებს, რომლებიც გამთენიისას დაიბადნენ, ყველაზე სრულად აქვთ გამოხატული თავიანთი ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი ნიშნები.

მაშ ასე, ყველაზე ამბიციურად ითვლებიან: 

ვერძი

ვერძს არაფერი შეუშლის ხელს სურვილების ასრულებასა და მიზნების განხორციელებაში. ზოდიაქოს ეს ნიშანი რიგით პირველია და ამ ადგილს გარკვეული მიზეზების გამო იკავებს. ვერძს მარსი მართავს, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ამბიციური, იმპულსური და გამორჩეული პიროვნებები არიან. მათი მთავარი თვისება ის არის, რომ ძლიერი შეგრძნებების გულისთვის ცხოვრობენ და არასოდეს არაფრის ეშინიათ!

სასწორი

სასწორებმა კარგად იციან, რომ მათი ცხოვრებისეული მისწრაფებები ექსტრავაგანტურია. ჰაერის ამ ნიშნის წარმომადგენლებს, რომლებსაც ვენერა მართავს, განწყობილნი არიან, ისეთივე მდიდრულ ცხოვრების წესს მისდიონ, გრანდიოზული მიზნებით, როგორებიც თავად არიან. ზოგჯერ შეცდომით მიაჩნიათ ისინი გაუბედავ ადამიანებად, თუმცა სიმართლე ისაა, რომ სასწორები ნამდვილი თავგადასავლების მაძიებელნი არიან. მათ ცხოვრებაში არ არსებობს მკაფიო საზღვრები. ეს მათ უფრო მოქნილებს ხდის მიზნების მისაღწევად.

მორიელი

მორიელები თავიანთი ბუნებით არ ღალატობენ საკუთარ პრინციპებს და თავიანთი იდეალების ერთგულნი რჩებიან, რაც არ უნდა მოხდეს. ამ ნიშნის წარმომადგენლები ტემპერამენტულები და ქარიზმატულები არიან, მათ შეუძლიათ, ირგვლივ მყოფები სხვადასხვა იდეით აანთონ. იმდენად, რამდენადაც მორიელის ზოდიაქოს ნიშანს მარსი და პლუტონი მართავს, მორიელები ყოველთვის დიდ ძალისხმევას სწევენ და მთელ ენერგიას იყენებენ მიზნის მისაღწევად. ისინი მზად არიან, გაიღონ მსხვერპლი, მოერგონ ნებისმიერ გარემოებას მხოლოდ იმისთვის, რომ მიიღონ ის, რაც სურთ.

თხის რქა

თხის რქებს სატურნი მართავს, პლანეტა, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის შრომისმოყვარე წევრებს ცხოვრებისადმი მკაცრი მიდგომისკენ უბიძგებს. გარკვეული სიცივე, სიმკაცრე და უემოციობა მათ საშუალებას აძლევს, გააკონტროლონ ყველაფერი, რაც გარშემო ხდება. მათთვის დამახასიათებელია მოქმედება საღ აზრსა და პრაქტიკულ მიდგომაზე დაყრდნობით. უფრო მეტიც, თხის რქებს წარმატებისა და მუშაობის მეათე სახლი მართავს და აძლევს ამ ამბიციურ ადამიანებს მიზანს, რომელსაც აუცილებლად უნდა მიაღწიონ. ლიდერობა და ამბიცია მათ დაბადებიდანვე სისხლში აქვთ.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close