ქართველები უცხოეთშისპორტი

„ნაპოლიმ“ სტუმრად „სამპდორია“ დაამარცხა და ლიდერობა გაიმყარა

კვარას გუნდი მეორე ადგილზე მყოფ „იუვენტუსს“, რომელთანაც მომდევნო შეხვედრას გამართავს, შვიდი ქულით უსწრებს

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატის – სერია A-ს მე-17 მატჩი „სამპდორიას“ წინააღმდეგ ითამაშა სტუმრად, გენუაში და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა წინა (ამ სეზონში ჯერჯერობით ერთადერთი) წაგების  შემდეგ. 

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. შეხვედრა სტუმართა უპირატესობით წარიმართა. ნეაპოლელებს ანგარიშის გახსნა მატჩის დაწყებიდან  სულ რამდენიმე წუთში შეეძლოთ პენალტით, მაგრამ მატეო პოლიტანომ ბურთი ძელს მოარტყა და გენუელები ამჯერად გადარჩნენ.

ანგარიში „ნაპოლის“ ნიგერიელმა თავდამსხმელმა – ვიქტორ ოსიმჰენმა გახსნა მე-19 წუთზე და თავისი გუნდი დააწინაურა. ხვიჩას პირველ ტაიმში სამჯერ ჰქონდა გოლის გატანის კარგი შესაძლებლობა (21-ე, 31-ე და 45+2-ე წუთებზე), თუმცა ვერ გამოიყენა. მასპინძელთა მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა მას შემდეგ, რაც 39-ე წუთზე ოსიმჰენის წაქცევისთვის ტომას რინკონი მოედნიდან გააძევეს და „სამპადორიას“ 10 ფეხბურთელით მოუწია მატჩის გაგრძელება.

ლუჩანო სპალეტიმ კვარაცხელია 62-ე წუთზე შეცვალა. „ნაპოლიმ“ კი მეორე გოლის გატანაც შეძლო პენალტით, რომელიც ელიფ ელმასმა მოიპოვა და თავადვე შეასრულა. ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და მატჩი „ნაპოლის“ გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:0.

17 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 44 ქულით ისევ ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს და მეორე ადგილზე მყოფ „იუვენტუსს“ 7 ქულით უსწრებს. სწორედ „იუვენტუსთან“ გამართავს მომდევნო შეხვედრას „ნაპოლი“ 13 იანვარს ნეაპოლში, სტადიო მარადონაზე.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close