მსოფლიოკრიმინალი

ესპანეთში კატალიზატორების ქურდობისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს – 3-კაციანი კრიმინალური დაჯგუფება და 40 საქმე

კატალიზატორების ქურდობის ბრალდებით, ესპანეთის ნაციონალურმა პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. ეჭვმიტანილებიდან ორი მამაკაცი და ერთი ქალია. საგამოძიებო უწყების მიერ ალიკანტესა და ვალენსიის მუნიციპალიტეტებში იდენტიფიცირებულია ქურდობის 40-მდე ფაქტი. ქართველების დაჯგუფების დაკავებას ესპანური მედიაც აშუქებს.

დაკავებულ ორ მამაკაცს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ამავე ჯგუფის წევრი ქალი კი გირაოთი გაათავისუფლეს. პოლიცია განმარტავს იმ მიზეზებს, თუ რატომ გახდა კატალიზატორები ქართველი მძარცველების სამიზნე.

პოლიცია ავტომობილის მძღოლებს რჩევებსაც აძლევს. სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ მანქანები კარგად განათებულ ადგილებზე დააყენონ, პოლიციის რეკომენდაციით, მძღოლებმა კატალიზატორები საღებავით უნდა მონიშნონ, ან მასზე ვინ კოდი დაიტანონ. დაცვის ეს მექანიზმი სამართალდამცველებს მოპარული ავტონაწილის იდენტიფიცირებას გაუადვილებს.

ევროპაში ესპანეთი ერთადერთი ქვეყანა არაა, სადაც ბოლო რამდეიმე თვეში ქართველების დაჯგუფება კატალიზატორების ქურდობაში ამხილეს. ავტომობილების ძარცვაში ბრალდებულთა დასაკავებლად ცოტა ხნის წინ სპეცოპერაცია ჩატარდა პოლონეთის დედაქალაქშიც. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრებიც, თუ როგორ დაეცა ვარშავაში ერთ-ერთი ქურდობის დროს ქართველ მძარცველს ავტომობილი.

ესპანეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საქმის განხილვას სასამართლო, სავარაუდოდ, მომავალ თვეში დაიწყებს. პოლიციამ მათი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მოპარული კატალიზატორები, ნაღდი ფული და ხელსაწყოები ამოიღო.

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close