newsსაქართველო
საქართველოში, რაჭაში დღეს 2 მიწისძვრა მოხდა
დღეს, თბილისის დროით 13:51 საათზე ონთან ახლოს მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი ქალაქი ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, ხუთ კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფელ ბაჯიხევთან იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა (ML) შეადგინა.
დაახლოებით ერთ საათში, თბილისის დროით 14:47 სთ-ზე ონთან კიდევ ერთი 3,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ამჯერად ონიდან ჩრდილოეთით, 1 კმ-ის დაშორებით, სოფელ ბორცოსთან.
ორივე მიწისძვრის ფოკალური სიღრმე 10 კმ-ს შეადგენდა.
კომენტარები