მსოფლიოპოლიტიკა

ზელენსკის გუნდი სამშვიდობო გეგმას 2023 წლის თებერვალში წარადგენს – „უოლ სთრით ჯორნალი“

ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დაწყების წლისთავისათვის, 2023 წლის 24 თებერვალს ან ამ თარიღთან ახლოს სამშვიდობო გეგმას წარადგენს. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალი“ იუწყება ევროპელ და უკრაინელ დიპლომატებზე დაყრდნობით.

„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, დიპლომატები აცხადებენ, რომ ზელენსკის გუნდი ამჟამად მუშაობს კონკრეტულ სამშვიდობო გეგმაზე, რომლის წარდგენა 2023 წლის 24 თებერვალს იგეგმება.

ამასთან, როგორც აშშ-ის, ნატო-სა და უკრაინის წარმომადგენლები ამბობენ, უკრაინის პოზიცია, რა დროსაც კიევი მოსკოვისგან მნიშვნელოვან დათმობაზე წასვლას მოითხოვს, დამოკიდებული იქნება ბრძოლის ველზე არსებულ სიტუყაციაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინული სამშვიდობო ფორმულა  ვაშინგტონში ვიზიტისას აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან ერთად განიხილა. აშშ-ის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა მშვიდობის სამიტის ცატარების იდეას.

დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ამერიკული მედიის ცნობით, ვაშინგტონში ომის დასრულების სამი ვარიანტი განიხილება: რუსეთის სამხედროების მიერ უკრაინის ტერიტორიების სრულად დატოვება, ყირიმის ჩათვლით; რუსი სამხედროების 2014 წლამდე პოზიციებზე დაბრუნება; ან მათ მიერ დონბასის დატოვება და არა – ყირიმის. ამერიკული გამოცემა იმასაც აღნიშნავს, რომ ბოლო ორ ვარიანტზე უკრაინა თანახმა არ არის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზელენსკის სამშვიდობო გეგმის დეტალები „დიდი შვიდეულის“ წევრებთან ერთად განიხილა. ბლინკენის შეფასებით, ეს „კარგი დასაწყისია“.

ნინო ხოშტარია

დაკავშირებულ თემაზე:

ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა – რა ვიცით PATRIOT-ზე, რომლის უკრაინისთვის გადაცემასაც აშშ დათანხმდა (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close