კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 19-25 დეკემბერი
კვირის პირველ ოთხ დღეს გარშემო მყოფებთან კომუნიკაციის, აზრებისა და იდეების გაცვლის დიდი სურვილი გექნებათ. თავს უფრო ძლიერად იგრძნობთ და კვირის პირველ ნახევარში შეძლებთ გამოიჩინოთ ხასიათის სიმტკიცე, დაიწყოთ ბრძოლა მავნე ჩვევებთან, ინტენსიურად და აქტიურად შეეცადოთ თვითრეალიზებას. ეს არის შესაფერისი დრო, რომ ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყროთ. კვირის მეორე ნახევარში არ არის გამორიცხული ძალიან საინტერესო ნაცნობობა. დიდი ალბათობით, რომანტიკული ატმოსფერო დაისადგურებს. გარშემო მყოფები გაგიმძაფრებენ სტილის, სილამაზის გრძნობას. ეს გავლენას მოახდენს საახალწლო სუფრის დიზაინზე და სადღესასწაულო ჩაცმულობაზე. შეეცადეთ მოერიდოთ კამათს, რომელიც ამ პერიოდში ძალიან მარტივად შეიძლება გაჩაღდეს. არაფერში გჭირდებათ ურთიერთობების გაფუჭება წინასადღესასწაულოდ.
ამ პერიოდის განმავლობაში დაცული იქნებით ყოველგვარი სირთულისგან, განსაკუთრებით ინტრიგებისგან და მოწინააღმდეგეების არამეგობრული ქმედებებისგან, რომლებსაც ზიანის მოყენება სურთ. დროა დატკბეთ ცხოვრებით და ოსტატურად გამოიყენოთ თქვენი შესაძლებლობები. ხელსაყრელი კვირაა ცვლილებებისთვის, ნუ დაკარგავთ დროს, მოემზადეთ დღესასწაულისთვის, ახლა შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ პრობლემების გადაჭრის კრეატიული გზები. ხუთშაბათს სამსახურში შესაძლებელია მცირე კონფლიქტი, მაგრამ ის სწრაფად მოგვარდება. შაბათ-კვირა შესანიშნავი დროა ახლობლებთან და ბავშვებთან ურთიერთობისთვის.
სასიკეთო დღეები: 23, 24.
არასასიკეთო დღე: 19.
კურო
კვირის დასაწყისში შესაძლებელია გარკვეული წარუმატებლობა გეგმით გათვალისწინებულ საქმიანობებში და, შესაბამისად, დაძაბულობა და განწყობის გაუარესება, თუმცა არ ინერვიულოთ! ძალიან მალე თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები გაიხსნება. კვირის ბოლომდე იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას და შინაგანი სამყაროს ჰარმონიზაციას. თქვენი გაძლიერებული გამჭრიახობა ხელს შეუწყობს ბიზნესში ან პროფესიულ წარმატებას. საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით საყვარელ ადამიანებს რჩევისთვის. ხუთშაბათს გექნებათ შესაძლებლობა, მიიღოთ შემოსავალი ერთდროულად რამდენიმე წყაროდან, თუმცა დაიცავით ზომიერება და გონივრულად დახარჯეთ თანხები. შაბათი შესანიშნავია ახლობლებისთვის საახალწლო საჩუქრების შესარჩევად.
სასიკეთო დღეები: 20, 25.
არასასიკეთო დღე: 22.
ტყუპი
ამ კვირაში შეძლებთ მომგებიანად წარმოაჩინოთ თქვენი საქმიანი თვისებები, რაც დადებითად იმოქმედებს თქვენს პროფესიულ წარმატებაზე. ფანტაზიის უნარი და თქვენი სურვილების ახდენა დაგეხმარებათ გადალახოთ ნებისმიერი დაბრკოლება და სირთულე, რომელიც ამ კვირაში შეგხვდებათ. თამამი იდეა ახლა შეიძლება წარმატებით განახორციელოთ. დაგჭირდებათ სიზუსტე, მეთოდურობა და დისციპლინა, რაც ორგანიზატორულ უნარებთან ერთად საოცრებას მოახდენს. თქვენ წინაშე ყველა კარი გაიხსნება, გელოდებათ დიდი სიყვარული და სიხარული. რაც შეიძლება მეტი ძალისხმევა გასწიეთ თქვენი საყვარელი ადამიანების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და მათი ბედნიერებისთვის.
სასიკეთო დღეები: 21, 23.
არასასიკეთო დღე: 19.
ნუ დაკარგავთ უქმად დროს ამ კვირაში, არ გაჩერდეთ მიღწეულზე, თამამად იზრუნეთ წინსვლისთვის. თქვენი კოლეგები მზად იქნებიან დაგეხმარონ და რეალური შანსი გექნებათ, გამოავლინოთ თქვენი პოტენციალი. მთავარია არ აჩქარდეთ და თქვენი სამუშაო უფრო ნაყოფიერი და ხარისხიანი იქნება. ამასთან, უარი არ უნდა თქვათ მეგობრების მიწვევაზე ან ხმაურიან კორპორაციულ წვეულებაზე – კარგად გაერთობით. პარასკევს ენდეთ ცხოვრების პარტნიორის რჩევებს და უფრო მეტ ძალას და შინაგან სიმშვიდეს მოიპოვებთ. შაბათს გეგმების განხორციელების შესაძლებლობები უფრო დიდი იქნება, ვიდრე ოდესმე.
სასიკეთო დღეები: 20, 24.
არასასიკეთო დღე: 21.
ეს კვირა სავსეა საინტერესო მოვლენებითა და შთაბეჭდილებებით. შეეცადეთ გამოიყენოთ თქვენი მტკიცე გადაწყვეტილება დროული და აუცილებელი ცვლილებების განსახორციელებლად. გულით მოინდომეთ და ამ კვირაში შეძლებთ გაუმკლავდეთ თითქმის ყველა მნიშვნელოვან საქმეს, რომელიც წელს უნდა დასრულდეს. ვარსკვლავები თქვენს სასარგებლოდ ანათებენ, შეეცადეთ გრძნობების კარნახით იმოქმედოთ და ყველაფერი გამოგივათ. ამ პერიოდში შეძლებთ სრულყოფილად გამოავლინოთ თქვენი ლიდერული თვისებები და გააფართოოთ მეგობრების წრე. შაბათ-კვირა ძალიან წარმატებული იქნება.
სასიკეთო დღეები: 20, 22.
არასასიკეთო დღე: 23.
ამ კვირაში ეცადეთ არ იყოთ ძალიან ეგოცენტრული, მიმოიხედეთ ირგვლივ, ბევრი ღარიბი, მგრძნობიარე და დაუცველი ადამიანია თქვენ გარშემო. ღირსეულად მოიქეცით მათთან ურთიერთობისას. იყავით ბრძენი და წინდახედული, გაუკეთეთ სხვებს მხოლოდ ის, რასაც საკუთარი თავისთვის ისურვებდით. შეეცადეთ სიტუაციამ კი არ არ მოახდინოს გავლენა თქვენზე, არამედ თქვენ იმოქმედოთ სიტუაციაზე, შემდეგ ყველაფერი მშვიდად და ლოგიკურად წარიმართება და განწყობაც არ გაგიფუჭდებათ. კვირის მეორე ნახევარში ღირს დღესასწაულისთვის მზადების დაწყება. ნაძვის ხის მორთვა და საჩუქრების ყიდვა ახლობლებისთვის სიამოვნებას მოგანიჭებთ.
სასიკეთო დღეები: 19, 25.
არასასიკეთო დღე: 24.
ამ კვირაში უფრო აქტიური იყავით და მეტი შემოქმედებითი ინიციატივა გამოავლინეთ სამსახურში. დაივიწყეთ, რა არის სიზარმაცე და დაღლილობა, იმუშავეთ რაც შეიძლება მეტი და შეძლებთ თქვენი მისწრაფებებისა და იდეების რეალიზებას. ძალიან ხელსაყრელი პერიოდია ახალი წამოწყებისთვის, რომელიც კარგ შემოსავალს მოგიტანთ. ხუთშაბათს უარს ნუ ეტყვით მათ, ვინც დახმარებას გთხოვთ. კვირის ბოლოს არ დარჩეთ სახლში, წადით მეგობრებთან, გაერთეთ კორპორაციულ წვეულებაზე. განსაკუთრებით გაგახარებთ ბავშვებთან ურთიერთობა, მაგრამ მათი ყველა ახირება კი არ უნდა შეასრულოთ.
სასიკეთო დღეები: 22, 23.
არასასიკეთო დღე: 20.
მორიელი
თქვენი ენერგია და კარგი განწყობა დიდ გავლენას მოახდენს ყველაზე, ვისთანაც ამ კვირაში ურთიერთობა გექნებათ. სხვებისგან გამორჩევის სურვილმა შეიძლება გრძელვადიან მიზნამდე მიგიყვანოთ. სამუშაო შეთავაზებები უამრავი გექნებათ და შეძლებთ მიიღოთ მოგება, მაგრამ არ დაივიწყოთ დასვენება, დღესასწაული, არდადეგები, რომელიც მალე დაიწყება. ვარსკვლავების გავლენის გამო კარგი შესაძლებლობა მოგეცემათ საოჯახო საქმეებისა და ოჯახური საკითხების მოსაგვარებლად. იზრუნეთ სახლის კეთილმოწყობაზე და ის უფრო მყუდრო და კომფორტული გახადეთ.
სასიკეთო დღეები: 21, 25.
არასასიკეთო დღე: 19.
მშვილდოსანი
კვირის პირველი ნახევარი გადაუდებელი პრობლემების მოგვარებას დაუთმეთ როგორც პროფესიულ ასპარეზზე, ისე პირად ცხოვრებაში. იფიქრეთ საპასუხისმგებლო ნაბიჯზე კარიერულ კიბეზე, ნუ იქნებით ზედმეტად ემოციური, რადგან ამან შეიძლება დაბრკოლება შეგიქმნათ. სამსახურში არსებული ატმოსფერო დადებითად იმოქმედებს თქვენ შრომის უნარზე და მნიშვნელოვანი პროექტის დასრულებას შეძლებთ. შეეცადეთ გაუგოთ თქვენს საყვარელ ადამიანებს და ნუ შეეწინააღმდეგებით მათ პრინციპებს. შაბათ-კვირა საახალწლო საჩუქრების შეძენას დაუთმეთ.
სასიკეთო დღეები: 21, 23.
არასასიკეთო დღე: 25.
ამ კვირაში შეიძლება გარკვეული ცვლილებების შეტანა დაგჭირდეთ მავანთან ურთიერთობაში, რათა რთულ სიტუაციებთან გამკლავება შეძლოთ. თქვენს ძალისხმევას ყველა დააფასებს, განსაკუთრებით თქვენი ოჯახის წევრები. თქვენს სახლში ატმოსფერო შესამჩნევად გაუმჯობესდება და ვარსკვლავების გავლენა გზას გაუხსნის ფინანსურ პროგრესს. სამსახურში ამ პერიოდში, დიდი ალბათობით, გამოვა ის, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდით, მთავარია ყურად იღოთ უფროსი თაობის ბრძნული რჩევები. ბავშვები თავიანთი წარმატებებით გაგახარებენ.
სასიკეთო დღეები: 20, 23.
არასასიკეთო დღე: 22.
სასურველია ახალი წლის ღამე ოჯახურ წრეში გაატაროთ, ამიტომ წინასწარ იზრუნეთ ამაზე – სახლში მაინც იშვიათად ხართ და გაახარეთ საყვარელი ადამიანები. დროა დაიწყოთ გენერალური დასუფთავება და სახლი გირლანდებით მორთოთ. სამსახურში შეეცადეთ ობიექტურად შეაფასოთ საკუთარი თავი, გამოიჩინეთ მონდომება და დაასრულეთ აუცილებელი საქმეები. თავი აარიდეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რადგან შესაძლოა სამართლებრივ პრობლემებში გაიხლართოთ და მათგან თავის დაღწევას დიდი დრო დასჭირდება. შაბათ-კვირას ბავშვები გაგამხიარულებენ.
სასიკეთო დღეები: 19, 21.
არასასიკეთო დღე: 23.
ამ კვირაში უნდა დაფიქრდეთ და გააანალიზოთ თქვენი მუშაობის მეთოდები, შეეცადეთ არ დახარჯოთ ზედმეტი ენერგია აურზაურსა და ფუჭ ურთიერთობებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, მეტისმეტად არ დაიტვირთოთ. ოჯახში მნიშვნელოვანია პრობლემების გაცნობიერება და არა მათი იგნორირება. თუ დახმარებას გთხოვენ, უარი არ თქვათ, მაგრამ სხვისი პრობლემების ტვირთი თქვენს მხრებზე არ აიღოთ. უმჯობესია კვირა თქვენთვის კომფორტულ გარემოში გაატაროთ.
სასიკეთო დღეები: 23, 24.
არასასიკეთო დღე: 22.
თამთა გურული
კომენტარები