საქართველოსპორტი

ლაშა ტალახაძე ზედიზედ მეექვსედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი – დიახ, მეგობრებო, დედამიწაზე ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია!

ლაშა ტალახაძის 3 ოქროს მედალი კოლუმბიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატიდან! –  ქართველმა ძალოსანმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეექვსედ დაიცვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოში უძლიერესი ძალოსანია!

ბოგოტაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ (+109 კგ), როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემპიონობა სამივე დისციპლინაში იზეიმა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 208/215 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა. ასევე უმაღლესი სინჯის მედალს დაეუფლა აკვრაში დაძლეული 245/251 კილოგრამითაც, ორჭიდის ჯამში მოგროვილი 466 კილოგრამითაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.

გარდა ჩემპიონობისა მსოფლიოს მრავალგზის უძლიერესმა ძალოსანმა პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისათვის მნიშვნელოვანი ქულებიც მოიპოვა.

სოციალური ქსელის მომხმარებლები ჩემპიონს ულოცავენ:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close