მიგრაციაეკონომიკა

კანადა ქვეყანაში 1,5 მილიონ იმიგრანტს იწვევს – რა ხდება?

კანადა დიდ გათვლას აკეთებს იმიგრაციაზე – ქვეყანაში ჩასული მიგრანტების უპრეცედენტო ტალღის ხარჯზე კანადის ხელისუფლება აპირებს, შეავსოს ეკონომიკაში მუშახელის ნაკლებობა, რაც განსაკუთრებით გამწვავდა მოსახლეობის დაბერებისა და პენსიაზე ბეიბი ბუმერების თაობის წარმომადგენელთა მასობრივი გასვლის გამო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ნოემბრის დასაწყისში ქვეყნის ფედერალურმა მთავრობამ თავისი გრანდიოზული გეგმის შესახებ განაცხადა, რომ 2023 წლის იანვრიდან 2025 წლამდე წელიწადში 500 000 ემიგრანტს მიიღებს ანუ უახლოეს სამ წელიწადში კანადის მოსახლეობა 1,5 მლნ-ით გაიზრდება..

ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ეს დაახლოებით 8-ჯერ უფრო მეტია იმ რაოდენობაზე, რასაც აპირებს მიიღოს გაერთიანებული სამეფო და 4-ჯერ უფრო მეტი – ვიდრე მისი მეზობელი, ამერიკის შეერთებული შტატები.

ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში კანადა ცდილობს მიიზიდოს ახალი მაცხოვრებლები თავისი მოსახლეობისა და ეკონომიკის ზრდის შესანარჩუნებლად. ამასთან, იმიგრანტებს ცხოვრების და მუშაობას აძლევს, მაგრამ არა მოქალაქეობას. გასულ წელს ქვეყანამ 405 000 ადამიანი მიიღო, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ემიგრანტების ხარჯზე ქვეყანაში სამუშაო ძალა უკვე გაიზარდა და 2032 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობაც გაიზრდება.

კანადის ხელისუფლების გადაწყვეტილებას იმიგრანტებთან დაკავშირებით მარტივი არითმეტიკა განაპირობებს: დასავლეთის ქვეყნების უმეტესობის მსგავსად კანადაში შობადობის დაბალი მაჩვენებელია, ამასთან, მოსახლეობა განუწყვეტლივ ბერდება, ეს კი სამუშაო ძალია შემცირებას იწვევს. აქედან გამომდინარე, თუ ქვეყანას სურს ეკონომიკის ზრდა შეინარჩუნოს და დემოგრაფიული მდგომარეობაც გააუმჯობესოს, ერთადერთი გამოსავალი – იმიგრანტების მიღებაა.

რა თქმა უნდა, ქვეყნის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. ცოტა ხნის წინათ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჩვენებს, რომ ხელისუფლების გეგმებს კანადის მოსახლეობა დიდი ენთუზიაზმით არ ხვდება, რადგან უცხოელი მიგრანტების ამხელა ტალღის შიში აქვს. საკითხზე განსხვავებული შეხედულებები არსებობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. ზოგიერთმა რეგიონმა მიგრანტების მიღებაზე გარკვეული კვოტებიც დააწესა.

მაგ., კვებეკის პროვინციაში, რომელიც ტერიტორიით ყველაზე დიდია, ხოლო მოსახლეობის რაოდენობით (7,8 მლნ) მეორე ადგილს იკავებს კანადის პროვინციებს შორის, განაცხადეს, რომ წელიწადში 50 000-ზე მეტ ადამიანს არ მიიღებენ, რაც ნიშნავს, რომ კვებეკი, სადაც ქვეყნის მოსახლეობის 23% ცხოვრობს, იმიგრანტების მხოლოდ 10%-ს მიიღებს.

კვებეკის პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ლეგოს თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზია ის, რომ უფრო მეტი იმიგრანტი პროვინციაში ფრანგულ ენას საფრთხეს შეუქმნის.

ზოგან კი მოსახლეობა შიშობს, რომ პრობლემები შეიქმნება საბინაო ფონდის და სოციალური მომსახურებების თვალსაზრისით.

კანადას სხვა ქვეყნებისგან განასხვავებს ის ფაქტიც, რომ მისი საიმიგრაციო პოლიტიკის მთავარი ფოკუსი ეკონომიკაა – ამჟამად კანადაში მცხოვრები იმიგრანტების ნახევარზე მეტი, რომელთაც ბინადრობის უფლება მიიღეს, ქვეყანაში ჩასულია თავისი პროფესიული უნარ-ჩვევების საფუძველზე და არა ოჯახთან გაერთიანების მიზნით. მთავრობა იმედოვნებს, რომ 2025 წლისთვის ეს მაჩვენებელი 60%-მდე გაიზრდება.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close