სპორტი

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ტრიუმფი – პარამოფარიკავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები პო­ლო­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე ევროპის ჩემპიონატზე  ხმლით ფა­რი­კა­ო­ბა­ში გუნ­დური შე­ჯიბრის გამარჯვებულია. ინდივიდუალურ ასპარეზობაში კი ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველმა სპორტსმენებმა – ირმა ხეცურიანმა, ნინა თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა ფინალურ შეხვედრაში უკრაინის ნაკრებს სძლიეს ანგარიშით 45:42 და კონტინენტის ჩემპიონატზე პირ­ველ ად­გილ­ზე გა­ვი­დნენ, შესაბამისად, ოქ­როს მედ­ლის მფლო­ბე­ლები გახ­დნენ.

ქარ­თვე­ლი პარამო­ფა­რი­კა­ვე­ე­ბი პო­ლო­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ას­პა­რე­ზო­ბას გა­ნაგ­რძო­ბენ და ვიმედოვნებთ, რომ ახალი წარმატებებით გაგვახარებენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close