სპორტი

2 ოქრო და 1 ვერცხლი იტალიიდან – ქართველმა მოჭადრაკეებმა მსოფლიო ჩემპიონატი სენიორთა შორის ტრიუმფით დაასრულეს

იტალიის ქალაქ ასიზიში მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში სენიორთა შორის ქართველი მოჭადრაკეების ტრიუმფით დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია აქვეყნებს.

ჩემპიონატი ორ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა: 50+ და 65+; ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 11 ტურად გაიმართა.

ჭადრაკის სამყაროს ლეგენდამ ნონა გაფრინდაშვილმა 11 შესაძლებლობიდან 7.0 ქულა მოაგროვა და მერვედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სენიორ (65+) მოჭადრაკეთა შორის!

აღსანიშნავია, რომ ჩვენი ლეგენდა ასევე თერთმეტი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია კლასიკურ ჭადრაკში.

მსოფლიო ჩემპიონის წოდება 50+ ასაკის კატეგორიის მოჭადრაკეთა შორის 11 შესაძლებლობიდან 8.5 ქულით ზურაბ სტურუამ მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მოჭადრაკე უკვე მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი სენიორთა შორის.

მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი ქალთა შორის 50+ ასაკის კატეგორიაში 11 შესაძლებლობიდან 7.5 ქულით სოფიკო ტერელაძე გახდა. მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ის პირველ ადგილზე იყო და უძლიერესს მეტოქეებთან უწევდა თამაში, თუმცა, სამწუხაროდ, დამატებითი მაჩვენებლების გამო სოფოს ვერცხლის მედალი ხვდა წილად.

სენიორთა შორის ევროპის ჩემპიონმა სოფიკო ტერელაძემ ქულით პირველობა გაინაწილა 50+ მსოფლიო ჩემპიონატზე ქალთა შორის!

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close