ეკონომიკაnews

შპს „ლიდერს“ წარმოება შეუჩერდა – მის პროდუქციაში ცხენისა და ვირის ხორცის არსებობა ისევ დადასტურდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა შპს „ლიდერის“ (გლდანის ა/მიკრორაიონში, 48-ე კორპუსის მიმდებარედ) ხორცპროდუქტები კიდევ ერთხელ შეამოწმა და განმეორებით აღმოაჩინა ცხენისა და ვირის ხორცი. შედეგად კომპანიას საწარმოო პროცესი შეუჩერდა და დაჯარიმდა.

ინფორმაცია სააგენტომ დღეს, 21 ნოემბერს გაავრცელა. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დაკისრებული ჯარიმის ოდენობა არ კონკრეტდება. სააგენტოს თქმით, ამ ფაქტზე მოკვლევა გრძელდება.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ლიდერის“ მიერ წარმოებულ ხორცის ფარშში ვირისა და ცხენის ხორცის კვალის არსებობის შესახებ პირველად 16 ნოემბერს განაცხადა, ობიექტს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში პროდუქციის ამოღება/გამოთხოვა დაევალა, რის აღსრულებაზეც ზედამხედველობას სააგენტო ახორციელებს.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close