იტალიასაზოგადოება

იტალიაში უახლოეს 10 დღეში მეტი ნალექი მოვა, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში

იტალიაში უახლოეს 10 დღეში მეტი ნალექი მოვა, ვიდრე მთელი 2022 წლის განმავლობაში, – ასეთი პროგნოზი გამოაცხადეს მეტეოროლოგებმა ოთხშაბათს, 16 ნოემბერს.

iLMeteo.it-ის მეტეოროლოგის, ლორენცო ტედიჩის თქმით, შესაძლოა პოტენციური სიტუაციები წყალდიდობებით, განსაკუთრებით – მომავალ კვირაში, თუ დადასტურდება ძალიან ღრმა და საშიში ციკლონის ფორმირება ტირენიის ზღვაში მომავალ სამშაბათს, 22 ნოემბერს. „თუ ის ისეთი „ცუდი“ იქნება, როგორც ამ დროისთვის პროგნოზირებს ამინდის რუკები, მაშინ სანაპიროებზე შტორმულ ქარს და მთებში თოვლს უნდა ველოდოთ“, – განაცხადა ტედიჩიმ.

მისი თქმით, უამინდობა, სავარაუდოდ, მომავალ ათ დღეს გაგრძელდება და ქვეყანაში ამ 10 დღეში მეტი ნალექი მოვა, ვიდრე 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე. როგორც მეტეოროლოგი ამბობს, მიმდინარე წელს, ამ დრომდე ჩრდილოეთ იტალიის, განსაკუთრებით ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის ზოგიერთ რაიონში 300 მმ ნალექი მოვიდა.

მოსალოდნელია ტემპერატურის კლება 7-8 გრადუსით.

ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წყალდიდობა, ნისლი, ღამით ყინვა. მაცხოვრებლებს, განსაკუთრებით კი მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close