ისტორიამსოფლიო

ირულეგის ხელი: არტეფაქტი ბასკური ენის წარმომავლობის საიდუმლოს ხსნის

თანამედროვე ბასკურის წარმომავლობას რკინის ხანის ტომს, ვასკონებს უკავშირებენ. მეცნიერებს ვასკონებთან დაკავშირებით ჰქონდათ წარმოდგენა, რომ გაუნათლებელი ხალხი იყო და გამართული დამწერლობაც არ გააჩნდა. ირულეგის ხელის აღმოჩენის შემდეგ ეს მოსაზრება გაქარწყლდა. 

ირულეგის ხელი არქეოლოგებმა ქალაქ პამპლონასთან გათხრების შედეგად გასულ წელს აღმოაჩინეს. გათხრების ხელმძღვანელის თქმით, ნიმუშების გადარჩენას იმ გარემოებას უნდა უმადლოდნენ, რომ ომის პერიოდში ქალაქის გადაწვის შემდეგ ისინი მიწის ქვეშ ჩაიმარხა.

ირულეგის ხელი ბრინჯაოს ბრტყელი ფიგურაა, რომელსაც ადამიანის ხელის ზომა და ფორმა აქვს. ხელს ოჯახისათვის იღბლის მოტანის დანიშნულებით შესასვლელი კარის წინ თილისმად კიდებდნენ. მასზე უამრავი სიმბოლოა დატანილი. ექსპერტები, რომლებიც მათ გაშიფვრას ცდილობენ, ვარაუდობენ, რომ იგი პროტობასკურის უძველესი წერილობითი ნიმუში უნდა იყოს.

აღმოჩენამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ ვასკონებს დამწერლობა ჰქონდათ.

tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close