მსოფლიოსაზოგადოება

ევროპაში ანომალიურად თბილ ზამთარს ელოდებიან

ევროპული სამსახურის, Copernicus-ის პროგნოზით, მომავალი ზამთარი ევროპის ტერიტორიაზე ისტორიულ საშუალო მაჩვენებლებზე თბილი იქნება, რაც  ევროპის ქვეყნებს ბუნებრივი აირის დეფიციტს თავიდან აცილების საშუალებას მისცემს.

ევროკავშირის სტრუქტურაში შემავალი კლიმატის ცვლილების მონიტორინგის სამსახურის – Copernicusის პროგნოზით, ევროპაში ანომალიურად თბილი ზამთარი იქნება. უახლოეს თვეებში ბალტიის, ხმელთაშუა და ჩრდილოეთ ზღვების სანაპიროს გასწვრივ რეგიონებში დაფიქსირდება ტემპერატურული მაჩვენებლები, რომლებიც ისტორიულ საშუალო მაჩვენებლებს გადააჭარბებს. ამის შესახებ  „კოპერნიკუსის“ მიერ 14 ნოემბერს გამოქვეყნებულ სეზონურ პროგნოზშია აღნიშნული.

მეცნიერები 50-60%-ით აფასებენ იმის ალბათობას, რომ ტემპერატურა მნიშვნელოვნად მაღალი იქნება ისტორიულ მაჩვენებლებთან შედარებით დიდი ბრიტანეთის, ცენტრალური და სამხრეთ ევროპის ტერიტორიაზე, ჰაერის მაღალი ტემპერატურა კი ბუნებრივი გაზის დეფიციტის თავიდან აცილებაში დაეხმარება ქვეყნებს და მასზე მოთხოვნა შემცირდება ფასების რეკორდული ზრდის ფონზე, რაც გამოწვეულია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომით, – აღნიშნავს Bloomberg-ი.

Copernicus-ის პროგნოზის მოდელი დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და აშშ-ის მეცნიერთა მონაცემებს აერთიანებს. ევროკავშირის სამსახური თავისი ყოველთვიური და სეზონური პროგნოზებისთვის თანამგზავრებიდან, გემებიდან, თვითმფრინავებიდან და მთელი მსოფლიოს მეტეოროლოგიური სადგურებიდან  მიღებულ მონაცემთა დიდი მოცულობას იყენებს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close