კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთში 73 წლის ქართველი კაცი დააკავეს არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით

საბერძნეთის პროკურატურამ 73 წლის ქართველ მამაკაცს ბრალი წარუდგინა არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული სექსუალური ქმედებისა და იარაღის უკანონო ტარებისთვის.

ბერძნული მედიის ცნობით, ასაკოვანი კაცი დრამის (ქალაქი საბერძნეთში, თესალონიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 116 კმ-ის დაშორებით) მუნიციპალური ბაღის მიმდებარედ არასრულწლოვანს თავს დაესხა.

ხანდაზმული კაცი მაშინვე შენიშნეს დრამის პოლიციის თანამშრომლებმა და ადგილზე დააკავეს.

„საქმე ეხება კუპატაძე დილარის, დაბადებულს საქართველოში 1949 წელს, რომელიც ბრალდებულია არასრულწლოვანზე განხორციელებულ სექსუალურ ქმედებასა და იარაღის უკანონო ტარებაში“, – წერს „პროტო თემა“.

გამოცემის ინფორმაციით, ქალაქ დრამის პირველი ინსტანციის პროკურატურის განკარგულების თანახმად, რომლის რატიფიცირებაც თრაკიის სააპელაციო პროკურატურამ მოახდინა, გავრცელდა დილარ კუპატაძის პირადი ინფორმაცია და ფოტოები. გამოძიება მიმდინარეობს იმის დასადგენად,  ჰქონდა თუ არა ადგილი 73 წლის კაცის მიერ ჩადენილ მსგავს ქმედებას სხვა არასრულწლოვანების მიმართ. პოლიცია სთხოვს მოქალაქეებს, თუ რამე იციან ამასთან დაკავშირებით, მიაწოდონ სამართალდამცველებს ინფორმაცია.

პოლიცია ინფორმაციის მიმწოდებელს ანონიმურობის და კონფიდენციალურობის დაცვას ჰპირდება.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close