fbpx
newsიტალია

მეტეოროლოგიური ანომალია – იტალიაში სიცხე ბრუნდება, ეს პირველი ცხელი ნოემბერია ისტორიაში

ვებგვერდ iLMeteo.it-ის დამფუძნებელ ანტონიო სანოს ინფორმაციით, ფართოვდება  სუბტროპიკული მატრიცის ანტიციკლონური ველი როგორც ხმელთაშუა ზღვის აუზში, ისევე როგორც იტალიაში, რაც ტემპერატურის მატებას გამოიწვევს. იტალიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში ამინდი უკვე დასტაბილურდა და უმეტესად მზიანი დარი დადგა, მზიანი დღეები დაბრუნდება სამხრეთშიც.

შემოდგომის პირველი ციკლონით გამოწვეული უამინდობა, რომელმაც ქვეყანაში ზოგან წყალდიდობა გამოიწვია და ზოგან თოვლი მოიტანა, დღეს სრულდება; მომდევნო დღეებში ჰაერის მასები სამხრეთ კვადრანტებიდან დაიწყებს შემოსვლას, ოთხშაბათიდან უფრო რბილი ჰაერი სამხრეთიდან ხელს შეუწყობს ტემპერატურის შესამჩნევ მატებას როგორც ღამით, ისე დღისით. ცენტრო-სამხრეთში (Centro-Sud) მაქსიმალური ტემპერატურა კიდევ ერთხელ გადააჭარბებს 20-22°C-ს, განსაკუთრებით დიდ კუნძულებზე, მაგ., ტემპერატურა სარდინიაზე 27°C-ს მიაღწევს, ხოლო სიცილიაზე – 25°C-ს. 25 გრადუსს ელოდებიან კალაბრიაშიც.

ღამით და ადრე დილით ტემპერატურა კვლავ მოიმატებს იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში და 12-13°C-ს გადააჭარბებს, ხოლო სხვა რაიონებში ჰაერის მასები კიდევ უფრო მეტად გათბება. მთლიანობაში სამხრეთში ტემპერატურა ამ პერიოდის საშუალო ტემპერატურას 5-6°C-ით გადააჭარბებს, დანარჩენ იტალიაშიც საშუალოზე მეტი იქნება, თუმცა რამდენიმე გრადუსით ნაკლები.

ეს მეტეოროლოგიური ანომალია შესაძლოა უკვე ნოემბრის მეორე შაბათ-კვირას დასრულდეს – ამ დროს შესაძლოა რუსეთიდან ყინვის ბირთვი გავრცელდეს, რაც მთელ იტალიაში ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას გამოიწვევს, თუმცა ეს პროგნოზი ჯერჯერობით კითხვის ქვეშაა, რადგან ამ ტენდენციასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი გაურკვევლობაა (დროის გამო).

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close