გორის ქალთა გუნდის ხმები უკვე მთვარეზე გაისმება
გორის ქალთა გუნდის სამი სიმღერა მთვარეზე გაიგზავნება – ამის შესახებ ინფორმაციას გორის ქალთა კამერული გუნდი ოფიციალური საიტი ავრცელებს.
როგორც ინფორმაციიდან ირკვევა, მსოფლიოს 90 ქვეყნიდან ხელოვანების სხვადასხვა ნამუშევარი მოთავსდება 2 კაფსულში, რომელიც მთვარეზე 2024 წელს დაეშვება.
„ყველაზე სასწაული პროექტი, რაც კი აქამდე გვქონია! გორის ქალთა გუნდის ხმები უკვე მ თ ვ ა რ ე ზ ე ! ! !
არ მოგესმათ! დიახ – მ თ ვ ა რ ე ზ ე…!
სამხატვრო ხელმძღვანელის, თეონა ცირამუას გადაწყვეტილებით, ამ პროექტისთვის გაგზავნილია სამი ნამუშევარი. ორი ნაწარმოები – „ეგზერსისი“ და „ლაშარის გზაზე“ ეკუთვნის ჩვენს გენიოს მსოფლიო კომპოზიტორს, ბატონ იოსებ კეჭაყმაძეს, ხოლო მესამე არის ქართული (აფხაზური) ხალხური სიმღერა „ვარადო“ (სოლისტები – თ. ცირამუა, თ. პავლიაშვილი).
ყველა ეს ნამუშევარი მოთავსდება მე-2 კაფსულაში და მთვარეზე დაჯდება 2024 წელს! ნაწარმოებებთან ერთად გაიგზავნა ასევე გუნდის ბრწყინვალე ისტორიაც, რომლის დაარსება ეკუთვნის გენიალურ ბატონ შალვა მოსიძეს და გორის სასწავლებლის გენიალურ ხელმძღვანელს, ბატონ სანდრო კაჭარავას!
ასევე ეს სამი ნამუშევარი EP-ს სახით გამოიცა Lenø Records-ზე და მისი მოსმენა შეგიძლიათ ყველა ციფრულ სთრიმინგ პლატფორმაზე (Apple Music, Spotify, etc) https://distrokid.com/hyperfo…/goriwomenschoir/lunar-codex
…უღრმესი მადლობა გუნდის თითოეულ წევრს თავდადებისთვის და მუსიკის ასეთი სიყვარულისთვის! მიუხედავად კოვიდის შემოტევისა, მაინც მოვახერხეთ ამ გენიალური საქმის ბოლომდე მიყვანა!.. თუ როგორ მოვახერხეთ, ამის განსჯა თქვენთვის მოგვინდვია, ჩვენო უსაყვარლესო გულშემატკივრებო!“ – წერია საიტზე.
მსგავს თემაზე:
ქეთი მელუა გორის ქალთა გუნდთან ერთად ალბომს LIVE IN CONCERT გამოუშვებს
კომენტარები