ქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, მემღერა ემიგრანტებისთვის საბერძნეთში – ნოდიკო ტატიშვილმა თესალონიკში კონცერტი გამართა

29 ოქტომბერს ქალაქ თესალონიკში ჩატარდა ნოდიკო ტატიშვილის კონცერტი ემიგრანტებისთვის, რომელმაც ანშლაგით და დიდი მხიარულებით ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი კონცერტი, რომელიც ნოდიკომ საბერძნეთში გამართა. რამდენიმე წლის წინ ის ნინი ბადურაშვილთან ერთად ათენში იმყოფებოდა.

ღონისძიების შემდეგ კონცერტის ორგანიზატორმა ნოდიკოს განსაკუთრებული სტატუსი მიუძღვნა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ნოდიკო ტატიშვილი: 

29 ოქტომბერს ვიმღერე საბერძნეთში, თესალონიკში, ქართველი ემიგრანტებისთვის. ყოველთვის ემოციურია ხოლმე ემიგრანტებისთვის სიმღერა. რადგან საქართველოს ფარგლებს ცხოვრობენ წლებია და ყველაფერი ქართული ენატრებათ, წავიღე ორსაათიანი პროგრამა, ის სიმღერები, რომლებმაც დროს გაუძლო და ყველას ძალიან გვიყვარს, ასევე, ჩემი რეპერტუარის სიმღერები. ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა მსმენელმა ძალიან დიდი სითბო და სიყვარული მაჩუქა. ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, მემღერა ემიგრანტებისთვის საბერძნეთში. ადრე მე და ნინი ბადურაშვილმა ვიმღერეთ ათენში. ახლა თესალონიკში ჩემი სოლოკონცერტი გაიმართა.

კონცერტის ორგანიზატორი არის არაჩვეულებრივი ქართველი გოგონა, იაკო ხუროშვილი, რომელმაც 2018 წელს ასევე გაუწია ორგანიზება ჩემს სოლოკონცერტს ვენაში. ის კონცერტიც ძალიან წარმატებულად ჩატარდა, მახსოვს, ვისაც სკამი არ შეხვდა, დარბაზში ფეხზე იდგა. არაჩვეულებრივი გოგონაა, მასთან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნოა, იცის თავისი საქმის კეთება.

რა თქმა უნდა, იგეგმება კონცერტები სხვადასხვა ქვეყანაში. გარდა ამისა, უკვე ვემზადები ახალი წლისთვის. ვწერ ახალ საშობაო-საახალწლო სიმღერას, რომელზეც აუცილებლად გადავიღებ  კლიპს.

ამ გასტროლებზე თან მახლდა დედაჩემი. ძალიან ბედნიერია, რომ ჩემთან ერთად იყო და დაესწრო ამ წარმატებულ კონცერტს. აღფრთოვანებულია…

fortuna.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close