სპორტი
2 ოქრო და ერთი ბრინჯაო – ქართველი ძიუდოისტების წარმატება 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე
ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალური ასპარეზობა 3 მედლით დაასრულა – ჩვენმა მოჭიდავეებმა 2 ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ოქროს მედლების მფლობელები გახდენენ ილია სულამანიძე (+100კგ) და ნიკა ხარაზიშვილი (+90), ბრინჯაოს მედალი მძიმეწონოსანმა საბა ინანეიშვილმა (+100) მოიპოვა.
ამ მაჩვენებლით საქართველოს ნაკრებმა მამაკაცთა საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.
ხვალ, შეჯიბრების მესამე (და ბოლო) დღეს სარაევოში გუნდური ასპარეზობა გაიმართება.
კომენტარები