იტალიაპოლიტიკა

ჯორჯა მელონის სამთავრობო პროგრამას დეპუტათა პალატამ ნდობა გამოუცხადა

იტალიის დეპუტატთა პალატამ ჯორჯა მელონის სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა. ჯორჯა მელონი მთავრობის მეთაური პირველი ქალია ქვეყნის ისტორიაში.  მან მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტნიორების მხარდაჭერა მას შემდეგ მოიპოვა, რაც საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა. მას სურდა, განემარტა და გაექარწყლებინა ეჭვები თავის პოლიტიკურ ორიენტაციასთან  დაკავშირებით.

ჯორჯა მელონიმ განაცხადა, რომ მისი სიტყვები არ იყო  სწორად აღქმული. იგი არასოდეს ყოფილა სიმპათიით განწყობილი არადემოკრატიული, მათ შორის, ფაშისტური რეჟიმების მიმართ.

ჯორჯა მელონიმ  ასევე აღნიშნა, რომ მისი მთავრობა საზოგადოებისთვის ტრადიციული ოჯახის მნიშვნელობას აღიარებს.

მისი აზრით, იტალიას მასშტაბური გეგმა სჭირდება როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული თვალსაზრისით. იტალიაში უნდა გაიაზრონ, რამდენად პატივსაცემია მშობელი. ჯორჯა მელონის მთავრობის სურვილია, ოჯახი საზოგადოების ღირსეულ ჯგუფს წარმოადგენდეს.

მელონის არ სურს, რომ  მის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით გაურკვევლობა იყოს. მისი თქმით, იტალია კვლავ სანდო პარტნიორი იქნება ნატოსთვის. ისინი გააგრძელებენ მამაცი უკრაინელი ხალხის დახმარებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ბრძოლაში არა მხოლოდ იმიტომ,  რომ იტალია არ აღიარებს აგრესიულ ომსა და სუვერენული ერის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, არამედ იმიტომ,  რომ ეს საუკეთესო გზაა ეროვნული ინტერესების დასაცავად.

ოთხშაბათს მელონის სამთავრობო პროგრამა იტალიის სენატმა უნდა დაამტკიცოს, რაც, ფაქტობრივად, ფორმალობაა, რადგან სენატშიც, ისევე როგორც დეპუტატთა პალატაში, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა მემარჯვენე პოლიტიკური პარტიების – „იტალიის ძმების“ (მელონის პარტია), „ფორცა იტალიის“ (ბერლუსკონის პარტია) და „ჩრდილოეთის ლიგის“ (სალვინის პარტია) ალიანსს აქვს.

euronewsgeorgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close