ქართველები უცხოეთშიიტალია

„როგორ უნდა მოიქცეთ, რომ იტალიაში ემიგრანტებად ჩამოსულები თაღლითების მსხვერპლი არ გახდეთ“ – ირმა კაპანაძის საჭირო რჩევები ემიგრანტებს

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ირმა კაპანაძე სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეომიმართვას აქვეყნებს, სადაც რჩევას აძლევს იმ ადამიანებს, რომლებიც იტალიაში ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე ჩადიან და რთული პრობლემების წინაშე დგებიან. როგორც ირმა კაპანაძე განმარტავს, ხშირად ქართველები თაღლითების მსხვერპლი ხდებიან. ის დეტალურად ხსნის, თუ რა საფეხურები უნდა გაიარონ ემიგრანტებმა იტალიაში თავშესაფრის მისაღებად და ადვოკატის მომსახურებას სთავაზობს.

„აგიხსნით, თუ რა უნდა გააკეთოთ, მე რაში გეხმარებით და ადვოკატი რაში იღებს ფულს. თქვენ სთხოვთ იტალიას თავშესაფარს, თავშესაფრის მოთხოვნა კეთდება ქვესტურაში (პოლიციაში). ამაში სამსახური არ და ვერ ერევა. სამხახური ვერაფერს გაგიკეთებთ, გარდა საკუთარი კეთილი ნებისა, რომ გაგიკეთოთ ეგრეთ წოდებული სტუმრობა, რომ ამ მისამართზე ხართ სტუმრად. ადვოკატი ამ სტუმრობის ოსპიტალიტის საფუძველზე, აგზავნის ქვესტურაში მოთხოვნას, რომ ესა და ეს ადამიანი ითხოვს თავშესაფარს და როდის მივიდეს საბუთების მისაღებად. ადვოკატი ღებულობს წერილობით პასუხს, თუ როდის ხართ დაბარებული. ამის შემდეგ მიდიხართ ქვესტურაში, აბარებთ ოსპიტალიტს, პასპორტს. დაწერთ მოტივს ქართულად, რატომ წამოხვედი შენი ქვეყნიდან და იქ დაბრუნების შემთხვევაში რა საფრთხე ემუქრება შენს სიცოცხლეს. აგიღებენ პირველ ანაბეჭდებს. ამის მერე მოგცემენ 6-თვიან საბუთს და აქ ადვოკატი თავის სამუშაოს ამთავრებს. ამ 6-თვიანს როცა ვადა გასდის, რამდენიმე დღით ადრე მიდიხარ ქვესტურაში და განახლებაზე შეიტანთ განაცხადს. მოგცემენ 3-6-თვიანს. მითითებულ მისამართზე მოგივათ წერილი, როდის უნდა გაიაროთ კომისია. კომისიაზე კი გადაწყდება, მოგცემთ თუ არა იტალია თავშესაფარს. თუ დადებით პასუხს მიიღებთ, რა თქმა უნდა, ადვოკატი არ გჭირდებათ. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ისევ გჭირდებათ ადვოკატი, მან უნდა გაასაჩივროს გადაწყვეტილება და ამ პერიოდშიც კონტრაქტით მუშაობის უფლება გაქვთ.

როცა გარკვეულ თანხას იხდით, უნდა იცოდეთ, რაში იხდით ფულს და ვის უხდით. არის შემთხვევები, როდესაც ფულს წინასწარ გადაიხდიან და საბოლოოდ მოტყუებულები რჩებიან. ადვოკატს, რომელსაც ვეკონტაქტები, თანხას ურიცხავთ მითითებულ ანგარიშზე და ხელთ გექნებათ გადარიცხვის ოფიციალური ფურცელი და გეცოდინებათ, რაში გადაიხადეთ ფული. რომელ ქალაქშიც გექნებათ ოსპიტალიტა, იმავე ქალაქის ქვესტურას უნდა მიმართოთ. პირველი საბუთი იქ უნდა აიღოთ და მერე იტალიის ნებისმიერ ქალაქში გააგრძელოთ.

ვისაც გაქვთ სურვილი და გაგაჩნიათ ოსპიტალიტა, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს შეგიძლიათ მომმართოთ. 7-8 ადამიანის საბუთები შემიძლია ადვოკატს გადავცე, ის შეგვატყობინებს, როდის იქნება შესაძლებელი ქვესტურაში საბუთის აღება. ამბობს, რომ კომისიის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შეუძლია დახმარების გაწევა. მთავარია, არავინ იქნება მოტყუებული“, – აცხადებს ვიდეომიმართვაში ირმა კაპანაძე.

ipress.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close