ვიდეოარტისტი

როგორ უნდა გახდეს ქმარი მეგობარი და ხომ არ იკარგება ამ დროს სიყვარული – ირმა სოხაძის მოსაზრება

როგორ უნდა გახდეს ქმარი მეგობარი? მეუღლეების მეგობრობის დროს სადმე ხომ არ იკარგება სიყვარული? – ამ თემასთან დაკავშირებით „იმედის დღის“ ეთერში მომღერალმა და ტელეწამყვანმა ირმა სოხაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, წყვილს შორის მეგობრობა აუცილებელია, რომელსაც აუცილებლად ნდობა უნდა ამყარებდეს.

„სიყვარულს ნდობა უფრო ალამაზებს. ვიღაცას შეიძლება ჰგონია, რომ ეჭვიანობა უკეთესია, თუმცა ეს ჩემთვის სრულიად დამანგრეველია. გაუგებარია, როგორ შეიძლება ეჭვიანობის დროს ბედნიერი იყო. რეზო ეჭვიანი ადამიანი იყო, თუმცა მისი ნდობა დავიმსახურე. დღეს ის ჩემი საუკეთესო მეგობარია და პირიქით. იერარქია, რა თქმა უნდა, არსებობს. მე საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას, ვინ არის ოჯახის უფროსი, მთავარია იყოს გაგება და გადაჭრას იმან პრობლემები. თვითონ რეზო ამბობს, ირმასთან დავმარცხდიო.

პირველი წელი მგონია, რომ ცალსახად ძნელია, რადგან ორი უცხო ადამიანი იწყებს თანაცხოვრებას. რეზო არასდროს არ წამომყვება ქუდის ასარჩევად, თუმცა როდესაც რამე გამიხარდება, პირველად მას მოვუყვები. დილას არ გავდივარ სახლიდან, რომ არ ვკითხო, რა ჩავიცვა. როგორი გემოვნება აქვს, არ ვიცი. ყოველთვის უტყუარ პასუხს მცემს.

იუმორი არის განმსაზღვრელი ურთიერთობის. შუა ჩხუბში რაიმე სასაცილოს ვიტყვით და გვავიწყდება, რაზე ვიკამათეთ. ეს არის გადამრჩენელი. წლების გასვლასთან ერთად ნდობა იზრდება და აღმოაჩენთ, რომ ერთმანეთზე საიმედო საყრდენი და მეგობარი არ გყავთ“, – ამბობს ირმა სოხაძე.

fortuna.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close