იტალიის პრემიერ-მინისტრი: „ყველაფერს გავაკეთებთ იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად“
იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის მილოცვისთვის მთავრობის მეთაურის პოსტზე მის დანიშვნასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ მისი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად. ამის შესახებ მელონი ტვიტერში წერს.
„მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოლოცვისთვის იტალიის პრემიერ-მინისტრად ჩემს დანიშვნასთან დაკავშირებით.
ყველაფერს გავაკეთებთ იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად და თქვენი ერის მიერ არჩეულ გზაზე დახმარების აღმოსაჩენად“, – წერს ჯორჯა მელონი.
I am grateful for the thought you had for me @GharibashviliGe. We will do everything necessary to strengthen relations between Italy and Georgia and support the path of your nation.
— Giorgia Meloni 🇮🇹 ن (@GiorgiaMeloni) October 23, 2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი ჯორჯა მელონის იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა ტვიტერში გამოქვეყნებული პოსტით მიულოცა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე იტალიის უწყვეტი მხარდაჭერის იმედი აქვს.
„იტალიის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ვულოცავ ჯორჯა მელონის. მოუთმენლად ველოდები საქართველო-იტალიის ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ დონეზე. თავის ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს იტალიის უწყვეტი მხარდაჭერის იმედი აქვს“, – დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კომენტარები