ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 24-30 ოქტომბერი

25 ოქტომბერს ახალმთვარეობაა და თან მზის დაბნელება მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, რომლითაც დაბნელებების 2-კვირიანი კორიდორი იხსნება. ეს ყველაფერი კი ორი ნელა მოძრავი პლანეტის, კარმული ამოცანების რეალიზაციაზე პასუხისმგებელი ურანისა და სატურნის არაკეთილსაიმედო ასპექტის ფონზე. ამას გარდა, კვირის ბოლოს მეომარი და აგრესიული მარსი რეტროგრადული მოძრაობისკენ შებრუნდება. ასე რომ, ოქტომბრის ბოლო კვირა უკიდურესად რთული იქნება როგორც მსოფლიო მოვლენების მხრივ, ისე თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. არ აჰყვეთ არანაირ პროვოკაციას, ყურადღება მიაქციეთ თქვენს ლაპარაკს და ეცადეთ, კონფლიქტებში არ ჩაერთოთ. კამათი, რომელიც ამ დღეებში დაიწყება, მხოლოდ გამოგფიტავთ და არავითარი აზრი კი არ ექნება. ამ კვირაში სინათლეზე გამოვა ყველაზე ბნელი წვრილმანები, ყველაზე საშინელი საიდუმლოებები, თუმცა არ შეგეშინდეთ. გამჟღავნებული და გაანალიზებული ბოროტება ძალას კარგავს. პირად ცხოვრებაში ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერი წამოწყების ფინანსურ მხარეს. უმჯობესია უარის თქმა ფულის ჩადებაზე, განსაკუთრებით კი – მზის დაბნელების დღეს დაწყებულ საქმეში. 

ამ კვირის პირველი ნახევარი საკმაოდ დატვირთული იქნება. ახლა გაგიჭირდებათ იმის ობიექტურად აღქმა, რაც ხდება. შემომავალი ინფორმაცია, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ გადაწყვეტილების მისაღებად, სავარაუდოდ, მიკერძოებული ან, უბრალოდ, არასწორია. პირად ურთიერთობებშიც სავარაუდოა გაუგებრობები. შეიძლება ეჭვი შეგეპაროთ საყვარელი ადამიანის გრძნობებში, ან პირიქით, ახალი ნაცნობი გააიდეალოთ. ამ კვირის პირველი ნახევარი არ არის საუკეთესო დრო როგორც ახალი ნაცნობობისთვის, ისე ამჟამინდელ კავშირში ურთიერთობის გასარკვევად.

ვარსკვლავების მდებარეობა კვირის მეორე ნახევარში უფრო ჰარმონიული და ხელსაყრელია. შესაძლოა ახალი აზრები და იდეები გაგიჩნდეთ, რომლებიც ნამდვილად ორიგინალური, საინტერესო იქნება. პირადი ცხოვრება უფრო არაპროგნოზირებადი გახდება.

 

ვერძი

ეს კვირა შესაფერისი პერიოდია ახალი ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარებისთვის. უახლოეს დღეებში უმჯობესია თავი აარიდოთ ხმაურიან კომპანიებს, რადგან ეს დაღლილობის გარდა არაფერს მოგიტანთ, თავს კომფორტულად მხოლოდ ახლო მეგობრების გარემოცვაში იგრძნობთ. თქვენი ინტუიციის წყალობით სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ, უჩვეულო სიტუაციებშიც კი, ზუსტად გამოიცნობთ მოქმედების საუკეთესო გზას. თქვენს შრომას კოლეგები და პარტნიორები დააფასებენ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია პრობლემები და ვარსკვლავები მოთმინებას გირჩევენ.

სასიკეთო დღეები: 25, 28.

არასასიკეთო დღე: 24.

 

კურო

კუროების უმეტესობა, როგორც პოზიტიური და ხალისიანი ადამიანები, შეძლებთ გაუძლოთ ამ კვირაში წარმოქმნილ სირთულეებს. თქვენი ძლიერი გონება და მონდომება დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ დაბრკოლებებს პროფესიულ სფეროში. მოვლენების ნორმალური მიმდინარეობა შეიძლება მოულოდნელობებმა დაარღვიოს, მზად იყავით, მაგრამ არაფერი მოიმოქმედოთ მანამ, სანამ არ გაიგებთ, რა ხდება. საკმარისი ძალა და ენერგია გაქვთ პარტნიორების ქმედებების მხარდასაჭერად და კოორდინირებისთვის. შეეცადეთ, კვირის ბოლოს სერიოზული არაფერი დაგეგმოთ და შაბათ-კვირა კარგად დაისვენოთ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად.

სასიკეთო დღეები: 28, 30.

არასასიკეთო დღე: 27.

 

ტყუპი

თქვენი მონდომება და აქტიურობა შესაძლებლობას მოგცემთ, გეგმების უმეტესობა განახორციელოთ, თუნდაც ყველაზე გაბედულიც. კარგი დროა ძველი საქმეების დასასრულებლად და ახალი საინტერესო წამოწყებისთვის. დიდი ალბათობით, ვინმე შეეცდება გაგაკრიტიკოთ, მაგრამ სანერვიულო არაფერია: ეს მხოლოდ გამოცდილებას შეგმატებთ, დაგეხმარებათ დაინახოთ და გამოასწოროთ თქვენი ხარვეზები. იღბალი აშკარად თქვენ მხარეზეა. საყვარელი ადამიანი თანხმობას გეტყვით, სიყვარულს და მზრუნველობას გამოიჩენს და წინასწარ ამოიცნობს თქვენს სურვილებს. მოგზაურობა ჯადოსნურ დასვენებას გპირდებათ სასიამოვნო კომპანიაში. შაბათს შეიძლება გაგახაროთ სიახლემ, რომელიც ახალ პერსპექტივებს გაგიხსნით.

სასიკეთო დღეები: 27, 29.

არასასიკეთო დღე: 25.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში შესაძლებელია მცირე წარუმატებლობები და დაბრკოლებები ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. პროფესიულ და პირად ურთიერთობებში მთავარია მოთმინება და პოზიტიური აზროვნება. იყავით მომთმენი, ეს დროებითი ეტაპი მალე გაივლის და, მზის გავლენის წყალობით, წარმატება, იღბალი და ახალი შესაძლებლობები შემოვა თქვენს ცხოვრებაში. ჯერჯერობით არ ღირს, რომ თქვენი იდეები და გეგმები სხვებს გაუზიაროთ, რადგან შესაძლოა ვინმემ განახორციელოს ისინი თქვენი მონაწილეობის გარეშე. ამ კვირაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა თქვენს ცხოვრებაში დაკავშირებული იქნება თქვენს მეგობრებთან ან შვილებთან.

სასიკეთო დღეები: 25, 27.

არასასიკეთო დღე: 30.

 

ლომი

ამ კვირაში მზად იქნებით გარისკოთ და ექსპერიმენტი ჩაატაროთ თქვენი მიზნების მისაღწევად. პროფესიულ სფეროში თქვენი ინოვაციური იდეები და პროექტები მოთხოვნადი იქნება. შესაძლოა მომგებიანი წინადადება შემოგთავაზონ. ეს შესანიშნავი დროა ახალი სიმაღლეების დასაპყრობად და ლიდერის პოზიციის გასაძლიერებლად. გამოიყენეთ თქვენი უნარები, ცოდნა და შესაძლებლობები ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად ყველა სფეროში. ხუთშაბათს არ დაგეგმოთ ხანგრძლივი მოგზაურობები და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები. შაბათ-კვირას ყურადღება მიაქციეთ ახლობლებს.

სასიკეთო დღეები: 27, 30.

არასასიკეთო დღე: 24.

 

ქალწული

უმეტეს თქვენგანს სასიამოვნო და წარმატებული კვირა ელის. თავი დაანებეთ ძველ პრობლემებს და ყურადღება გაამახვილეთ ახალ იდეებზე. მოგიწევთ სიმშვიდე და მოთმინება, სამაგიეროდ შეგიძლიათ მიაღწიოთ მნიშვნელოვან წარმატებას პროფესიულ ასპარეზზე. მეწარმეებს დიდი ალბათობით ექნებათ რეალური შესაძლებლობა, მნიშვნელოვნად გააფართოონ თავიანთი ბიზნესი და განახორციელონ მომგებიანი ინვესტიციები. პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა. შაბათს კარგია სამოგზაუროდ წასვლა, მთაში ან ზღვაზე.

სასიკეთო დღეები: 27, 29.

არასასიკეთო დღე: 24.

 

სასწორი

ამ კვირაში ბევრი არ უნდა ილაპარაკოთ და, მით უმეტეს, რაიმე მიზეზით, რადგან საკუთარ თავზე წუწუნში ჩაფლულს შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოგრჩეთ. შესანიშნავი პერიოდია შემოქმედებითობის ამაღლებისა და კარიერული ზრდისთვის. თქვენი შრომისუნარიანობა ყველას გააკვირვებს, პირველ ყოვლისა კი, თქვენ. გაზრდილი ფულადი შემოსავალი გაგახარებთ ამ კვირაში. ენერგიითა და საინტერესო იდეებით სავსე ხართ, ნუ გადადებთ მათ განხორციელებას მომავლისთვის. პირად ცხოვრებაში ცვლილებების დროა. შეეცადეთ, ოჯახურ პრობლემებში უცნობები არ ჩარიოთ.

სასიკეთო დღეები: 28, 30.

არასასიკეთო დღე: 25.

 

მორიელი

ეს კვირა, სავარაუდოდ, ინფორმაციის სიუხვით გამოირჩევა, საიდანაც საჭირო იქნება მთავრის გამოკვეთა და მეორეხარისხოვნის უკანა რიგებში გადატანა. კარიერის მხრივ წინ მიიწევთ, მომგებიან პროექტს ან ახალ მაღალანაზღაურებად პოზიციას შემოგთავაზებენ. სამუშაო მოგებას და სიამოვნებას მოგიტანთ, მაგრამ არც პირადი ცხოვრება დაივიწყოთ. პაემანი, მოგზაურობა, გასეირნება საყვარელ ადამიანთან ერთად – ეს არის გზა ჰარმონიისა და ბედნიერებისკენ. შეეცადეთ შაბათ-კვირა ახლობლებთან ერთად, მშვიდ გარემოში გაატაროთ და სამომავლო გადაწყვეტილებები მათთან ერთად მიიღოთ.

სასიკეთო დღეები: 24, 27.

არასასიკეთო დღე: 29.

 

მშვილდოსანი

პროფესიულ სფეროში ეს კვირა წარმატებულია, სამსახურში ახალი შესაძლებლობები გამოგიჩნდებათ, მოემზადეთ გადამწყვეტი მოქმედებისა და დამატებითი დატვირთვისთვის. ძველი იდეების განხორციელებამ შეიძლება  მორალური და მატერიალური კმაყოფილება მოგიტანოთ, თუმცა ინიციატივა აქტიურად არ უნდა გამოავლინოთ, დაელოდოთ, სანამ არ მოგთხოვენ, შემდეგ კი შეძლებთ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. შაბათ-კვირას მოგიწევთ დიდი დრო დაუთმოთ საოჯახო საქმეებს, – კარგი დასვენების იმედი არ უნდა გქონდეთ.

სასიკეთო დღეები: 27, 30.

არასასიკეთო დღე: 26.

 

თხის რქა

მაშინაც კი, თუ ძალიან დაკავებული ხართ, ნუ უგულებელყოფთ ახალ ადამიანებთან ურთიერთობას. ამ კვირაში შეძენილი ნაცნობები დიდ სამსახურს გაგიწევენ იმ დროს, როცა უკვე დაგავიწყდებათ, რა ვითარებაში გაიცანით ისინი. და გარემოებები შეიძლება ყველაზე მოულოდნელი იყოს. სამსახურში შესაძლებლობა გექნებათ, გააძლიეროთ თქვენი პოზიცია, მაგრამ ამას მნიშვნელოვანი ძალისხმევა დასჭირდება. პირად ცხოვრებაში ჰარმონია და ურთიერთგაგება  გელით საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში.

სასიკეთო დღეები: 24, 27.

არასასიკეთო დღე: 29.

 

მერწყული

თუ გაინტერესებთ კარიერული წინსვლა, მაშინ აზრი აქვს წარმოაჩინოთ საკუთარი თავი და მიანიშნოთ ხელმძღვანელებს, რომ მზად ხართ ახალი პასუხისმგებლობების ასაღებად. სამშაბათს თქვენი სიმშვიდე გუნდში წარმოშობილ მკვეთრ დაძაბულობას განმუხტავს. ხუთშაბათს არასასურველია შეეცადოთ  რაიმე ფინანსური საკითხის მოგვარებას, ამან შეიძლება გაუგებრობა და უთანხმოება გამოიწვიოს. შაბათს შეეცადეთ უფრო მეტი ეკონომია გასწიოთ, გადაჭარბებული ხარჯები მკვეთრად შეეტყობა თქვენს ბიუჯეტს. ეს არის ზუსტად ის პერიოდი, როდესაც ძლიერი, მშვიდი და მომთმენი უნდა იყოთ.

სასიკეთო დღეები: 25, 30.

არასასიკეთო დღე: 27.

 

თევზები

ამ კვირაში სამსახურში თქვენი პოზიტიური განწყობა და ენერგია დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში და კარიერული პერსპექტივის გაუმჯობესებაში. ორშაბათს მხოლოდ იმ საქმეს მოჰკიდეთ ხელი, რომელიც უკვე დაწყებული გაქვთ და გაგრძელებაა საჭირო. სამშაბათს თქვენ ირგვლივ მსუბუქი  და მხიარული ატმოსფეროა – ისიამოვნეთ ცხოვრებით და შეეცადეთ შეინარჩუნოთ ჰარმონია საკუთარ სახლში. პარასკევს გამოიჩინეთ რაც შეიძლება მეტი მოთმინება და სიმშვიდე სხვებთან ურთიერთობისას, შეეცადეთ არ გაღიზიანდეთ და უხეშობაზე უხეშობით არ უპასუხოთ. კარგი იქნება, თუ შაბათ-კვირას მეგობრებთან ერთად გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 24, 26.

არასასიკეთო დღე: 29.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close