იტალიაკრიმინალი

ვენეციაში ტურისტებმა გონდოლა მოიპარეს

ვენეციაში დააკავეს ორი ფრანგი ტურისტი, რომელმაც გონდოლა მოიპარა, – ამის შესახებ CNN-ი წერს.

გონდოლის მეპატრონის თქმით, ნავის საფარი, ბალიშები, დეკორაციები და სხვა ნივთები ასობით დოლარის ღირებულებისაა. ქურდებმა ისინი არხში ჩაყარეს და ცურვა გააგრძელეს.

ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულები 30 წლამდე ასაკის კაცები არიან.

„ისინი ბედნიერები ჩანდნენ, იცინოდნენ და ბოდიშიც არ მოუხდიათ. მე მსგავსი რამ არასდროს გამიკეთებია საფრანგეთში. ძალიან გაუმართლათ, რომ პოლიციამ ერთმანეთის პირისპირ არ დაგვტოვა, თორემ დიდი სიამოვნებით გავულაწუნებდი“, – ამბობს გონდოლის მეპატრონე.

გარდა იმისა, რომ დაკავებულებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრებათ, შესაძლოა, ზიანის ანაზღაურებაც დაევალოთ.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close