იტალიაკრიმინალი

იტალიის პოლიციამ ქართველი ქალი დააკავა ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით

იტალიელი კარაბინიერები ქალაქ მაჩერატაში (მარკეს რეგიონი) მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს, 49 წლის ეკა ჯ.-ს რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. მასთან ერთად ფარულ კონტროლზე იყო აყვანილი ნიგერიელი მამაკაცი ბენჟამინ უ. – ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პრესა წერს, რომ ქართველი ქალი, მეგობარ მამაკაცთან ერთად ნარკოტიკებით ვაჭრობაში იყო შემჩნეული. სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს მაჩერატის რკინიგზის სადგურთან ახლოს მდებარე სახლში.

ჩხრეკისას აღმოჩენილია სარეალიზაციოდ დაფასოებული, სხვადასხვა ადგილას დამალული კოკაინი, ჰეროინი და 1500 ევროს ოდენობით ნაღდი ფული. მძიმე დანაშაულში – ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში ბრალდებული ორივე პირი დაკავებულია. მამაკაცი გადაყვანილია ანკონის ციხეში, ქალი – პეზაროს ციხეში.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close