სპორტი

ბექა ღვინიაშვილის ოქრო და სოფიო სომხიშვილის ვერცხლი აბუ დაბის გრანდ სლემზე

დასრულდა აბუ დაბის გრანდ სლემი, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში  21 ოქტომბერს დაიწყო. გუშინდელი დღე საქართველომ, სამწუხაროდ, უმედლოდ დაასრულა, სამაგიეროდ დღეს გაგვახარეს ჩვენმა ძიუდოისტებმა: ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, სოფიო სომხიშვილმა (+78) – ვერცხლი.

ბექამ ფინალში ფრანგი ლორის ტასიე დაამარცხა, სოფიო კი ფინალში ჩინელ მოჭიდავესთან დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ მძიმეწონოსანმა სოფიო სომხიშვილმა ამ დონის ტურნირზე ფინალში პირველად იჭიდავა.

აბუ დაბის გრანდ სლემი საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა და გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა. როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, პირველ დღეს გამარჯვებული გახდა 19 წლის გიორგი სარდალაშვილი (60 კგ), მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი კი ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) მოიპოვა. ჩვენი ნაკრები ტურნირზე 11 მოჭიდავით იყო წარმოდგენილი: 9 კაცით და 2 ქალით და ორივე ქალმა მედალი აიღო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close