შეუცნობელიჰოროსკოპი

„შავი მზე“ 25 ოქტომბერს – ასტროლოგის რჩევები ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებს საფრთხეების თავიდან ასაცილებლად

დაბნელების შემდეგი დერეფანი 25 ოქტომბერს გაიხსნება და 8 ნოემბრამდე გაგრძელდება. ინდოელი ასტროლოგი გვაცნობს, რას უნდა ვუფრთხილდეთ ამ პერიოდში. ასტროლოგები, აგრეთვე, გვაწვდიან ინფორმაციას, რას უნდა ელოდონ დროის ამ მონაკვეთში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები.

ასტროლოგების თქმით, 8 ოქტომბრიდან, როდესაც პლუტონი რეტროგრადულობიდან გამოვიდა (რომელშიც 29 აპრილიდან იმყოფებოდა) და პირდაპირ დაიწყო მოძრაობა, სახიფათო პერიოდი დაიწყო.

ინდოელი ასტროლოგი ნარინდერ ნილამი კი ამბობს:

„პლუტონი არა მხოლოდ სიკვდილის, არამედ აღორძინების პლანეტაც არის, ამიტომ მისი რეტროგრადული ციკლის დასრულება დიდწილად კარგის ნიშანია, თუმცა შემობრუნება, თავისთავად, კრიტიკული მომენტია და 8 ოქტომბრიდან სამი დღის შემდეგ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. როგორც ქმედებებში – გზებზე, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ისე სიტყვებსა და აზრებში – გადაწყვეტილების მიღებისას და ვინმესთან ურთიერთობისას. ნუ ჩაერევით საგნების მსვლელობაში, უბრალოდ, იფიქრეთ მათზე, არც ხელშეწყობას ეცადოთ და არც ხელშეშლას. ახლა პლუტონი სასიცოცხლო ენერგიას გართმევთ და ის მაინც არაფრისთვის გექნებათ საკმარისი. მოქმედების დრო მხოლოდ 30 ოქტომბრის შემდეგ დადგება, როდესაც ომის პლანეტა მარსი რეტროგრადულ მოძრაობაში შებრუნდება. მაგრამ მანამდე მაინც მოგვიწევს მზის დაბნელების გავლა 25 ოქტომბერს და ეს არც ისე ადვილია, რადგან სიკვდილის პლანეტა ყველას უენერგიოდ ტოვებს“, – ამბობს ის.

25 ოქტომბერს მზის დაბნელება დაბნელების დერეფანს გახსნის , რომელიც 8 ნოემბრის მთვარის დაბნელებით დასრულდება – ეს ყველაზე მძიმე, ყველაზე საშიში პერიოდია. მზის დაბნელება მორიელის ნიშანში, რაზეც დასავლური ასტროლოგია საუბრობს, ინდური ასტროლოგიისთვის მთვარის ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ეს არის სიცოცხლისუნარიანობის ტესტი.

და იმის გათვალისწინებით, რომ მარსი მთელი ოქტომბრის განმავლობაში ანელებს მოძრაობას და 30 ოქტომბერს რეტროგრადულ მოძრაობაში შებრუნებისთვის ემზადება (2023 წლის 12 იანვრამდე რეტროგრადული დარჩება), გამოცდის ჩაბარების რესურსები ყველასთვის მცირდება გამონაკლისის გარეშე.  მთელი ოქტომბერი კაცობრიობა მარსის, ომის პლანეტის ზეწოლის ქვეშ იმყოფება, ხოლო 27 ოქტომბერს ის მთლიანად შეჩერდება და 4 ნოემბრამდე უძრავად იქნება. ეს ნიშნავს, რომ ყველა კომუნიკაცია გაიყინება, მობილურობა შემცირდება, შესაძლებლობები დაიხურება და მხოლოდ დაძაბულობა და უძლურება დარჩება. მაგრამ თუ სამყარო ამ პერიოდში გადარჩება, 4 ნოემბრის შემდეგ უმაღლესი გონი გამოჩნდება და მას გზას უჩვენებს.

გარდა ამისა, ასტროლოგიის დარგის სხვა ექსპერტები დაბნელების ამ დერეფანს ფატალურს უწოდებენ, რადგან უძველესი ინტერპრეტაციების თანახმად, ასეთი დაბნელება იწვევს მტრობას, ომებს, ღალატს და გადატრიალებებს. როგორც წესი, შედეგები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იგრძნობა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაბნელების დერეფანი ყველას არ ემუქრება საფრთხეებითა და ცუდი მოვლენებით ცხოვრებაში. ზოგისთვის პირიქით, ეს იქნება ახალი შესაძლებლობების პერიოდი, რომლის წყალობითაც შეძლებთ თქვენი ცხოვრება ან რაიმე სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალოთ.

ექსპერტები ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს რჩევებს აძლევენ, როგორ გაიარონ უსაფრთხოდ ეს ურთულესი პერიოდი:

ვერძი და მორიელი. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ფრთხილად უნდა იყვნენ გზაზე. თუ შესაძლებელია, გააუქმეთ ფრენა ან სხვა ტრანსპორტით მოგზაურობა 2022 წლის 25 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით.

კუროებს და სასწორებს შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება როგორც მათი ფიზიკური, ისე სულიერი მდგომარეობა – შესაძლებელია დეპრესია, ნერვული აშლილობა. შეეცადეთ მწუხარებას და პანიკას არ დანებდეთ, შეხვდით მეგობრებს, წადით ღონისძიებებზე. კუროს, ასევე, ურჩევენ ფიზიკური აქტივობის შემცირებას, რადგან არსებობს დაჭიმვისა და მოტეხილობების რისკი. ამ პერიოდში არ დაეთანხმოთ ისეთ ექსტრემალურ თავგადასავლებს, როგორიც არის, მაგ., პარაშუტით ხტომა.

ლომი და მერწყული. ისინი საეჭვო მეგობრებს და ნაცნობებს უნდა უფრთხილდნენ – მათი „წყალობით“ შესაძლოა დაძაბულ და საშიშ სიტუაციებში აღმოჩნდნენ. ადამიანებთან ურთიერთობისას სიფრთხილე მნიშვნელოვანია.

ქალწული, თევზები, ტყუპი და მშვილდოსანი. ზოდიაქოს ამ ნიშნებისთვის საფრთხე წყალს მოჰყვება. არ არის საჭირო წყალთან დაკავშირებული რაიმე ექსტრემალური აქტივობის – მაგ., დაივინგის ან ჯომარდობის დაგეგმვა. შესაფერისი დრო არ არის არც საკრუიზო მოგზაურობისთვის.

კირჩხიბი და თხის რქა. მათ ურჩევენ, სხვა დროისთვის გადაიტანონ სამედიცინო პროცედურები და მანიპულაციები, თუ გადაუდებელი საჭიროება არ არსებობს. ამ ნიშნების წარმომადგენელთათვის 2022 წლის 25 ოქტომბრიდან არ არის რეკომენდებული მკურნალობის დაწყება, დიაგნოსტიკა, ქირურგიული ოპერაციის გაკეთება იმის გამო, რომ დიდია შეცდომების დაშვების ალბათობა.

ინფორმაციისთვის: 25 ოქტომბერს მზის ნაწილობრივი დაბნელება იქნება,  შემდეგი მზის დაბნელება კი 2023 წლის 20 აპრილს მოხდება და მაშინ მთვარის დისკი მზეს სრულად დაფარავს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close