მსოფლიოსაზოგადოება

ინდონეზიაში ისლამური ცენტრის დიდი მეჩეთის გუმბათი ჩაინგრა ხანძრის გამო (ვიდეო)

Jakarta Globe-ის ინფორმაციით, ხანძარი ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარატის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ისლამური ცენტრის დიდ მეჩეთში – ჯამიში სარემონტო სამუშაოების გამო გაჩნდა.

დაკითხეს 4 მუშა, რომლებიც სამუშაოებს ასრულებდნენ.

წინასწარი ინფრომაციით, მუშებმა სახურავის რემონტის დროს გუმბათის წყალგაუმტარი საფარი დაწვეს და ნაპერწკლები ადვილად აალებად მასალებს მოხვდა, რამაც ცეცხლი გააჩინა.

ხანძრის გამო მეჩეთის გუმბათი ჩაინგრა და ქალაქის ეს ნაწილი სქელმა შავმა კვამლმა დაფარა.

პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

აღსანიშნავია, რომ მეჩეთი განლაგებულია შენობათა კომპლექსში, რომელიც ჯაკარტის ისლამის სწავლების და გავრცელების ანალიტიკურ ცენტრს ეკუთვნის.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close