როგორ დაიწყო ნათია თოდუას და დავით ზურაბაშვილის სიყვარულის ამბავი: „პირველი შეხვედრისას ვერ წარმოვიდგენდი, რომ გოგონა, რომელიც გავიცანი, ასე ძვირფასი გახდებოდა ჩემთვის…“
ნათია თოდუა და მისი მეუღლე დავით ზურაბაშვილი თავისი ქორწილისა და სიყვარულის შესახებ ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება.
ნათია:
დავითი 2019 წელს გავიცანი სამეგობრო წრიდან. ეს არის ადამიანი, რომელიც თუკი რაიმე საინტერესო და სათავგადასავლო ხდება, ყველგან სიამოვნებით მონაწილეობს. მივხვდი, რომ მასთან ერთად მეგობრების გარემოცვაში ძალიან კარგად გავატარებდი დროს. მას არასდროს არაფერი ეზარებოდა, იყო ძალიან ღია და მოტივირებული, უყვარდა ქალაქგარეთ გასვლა და სათავგადასავლო ისტორიების ორგანიზება, რაც მე ძალიან მიყვარს. ჩვენი ინტერესები, გემოვნება და ხასიათი ძალიან დაემთხვა ერთმანეთს. პროფესიები კი ერთმანეთისგან განსხვავებული გვაქვს. დავითი ბიზნესის სფეროშია და თავის საქმეში ძალიან წარმატებულია, თუმცა პროფესიიდან გამომდინარე ცხოვრობდა ემიგრაციაში. ფეხბურთელი იყო და წლების განმავლობაში საზღვარგარეთ თამაშობდა. ბევრი საერთო ვიპოვეთ. ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს არ იყო მხოლოდ მეგობრობა და ერთმანეთს გამოვუტყდით. ჩვენი სიყვარულის ისტორია პანდემიის დროს დაიწყო…
დავითი:
პირველი შეხვედრისას ვერ წარმოვიდგენდი, რომ გოგონა, რომელიც გავიცანი, ასე ძვირფასი გახდებოდა ჩემთვის. ქორწილში ვუთხარი, რომ ყოველთვის მზად ვარ მასთან ერთად თავგადასავლებისთვის, ამბოხისთვის და თავისუფლებისთვის, რომელიც ურთიერთობის დასაწყისიდან არის ჩვენს ურთიერთობაში.
fortuna.ge
კომენტარები