ქართველები უცხოეთშისპორტი

Ilnapolista – კვარაცხელია ფეხბურთის ვან გოგია, თავისუფლად შეიძლება 120 მილიონი ღირდეს, ის უძლიერესია სერია A-ში (ვიდეო)

„77 ნომერი კიდევ ერთხელ ადასტურებს კოსმოსური ფეხბურთელის სტატუსს: დანარჩენზე, ასევე ძლიერებზე, ერთი თავით მაღლა მაინც დგას“

იტალიური გამოცემა Ilnapolista-ს წერილს „ნაპოლიზე“, მის მთავარ მწვრთნელ ლუჩიანო სპალეტისა და გუნდის ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიაზე ერთი ამოსუნთქვით წაიკითხავთ.  სტატიის ავტორი მასიმილიანო გალო წერს, რომ გუნდში და ქვეყანაში, სადაც დიეგო მარადონა და არაერთი მსოფლიო ჩემპიონი თამაშობდა, ასეთი ძლიერი მოთამაშე დიდი ხანია არ უნახავთ. გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ლიდერთან დაკავშირებულ ფრაგმენტს:

ნაპოლიმ“ ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვა და „ბოლონია“ 3:2 დაამარცხა (16 ოქტომბერს – რედ.). ლუჩანო სპალეტი გვაპატიებს, მაგრამ ასეთი ძლიერი ფეხბურთელი დიდი ხანია არ გვინახავს. კარეკასა და მარადონას არ გავიხსენებთ, მაგრამ შეგიძლიათ გაიხსენოთ კავანი და იგუაინი. ჩვენ გვესმის ამ სახელების სიდიადე, მაგრამ ჩვენ ჟურნალისტები ვართ, ქართველი კი – ღვთის რისხვა (il georgiano è un’iradiddio), საფეხბურთო მოედნის ვან გოგი. „ბოლონიასთან“ ანგარიშით 3:2 მოგებულ მატჩში ნაჩვენები თამაშით კვარაცხელია ის ფეხბურთელი იყო, რომელიც დღეს თავისუფლად შეიძლება 120 მილიონი ევრო ღირდეს. და ის ალბათ უძლიერესი მოთამაშეა სერია A-ში.

„ბოლონიასთან“ მატჩის პირველი ნახევარი კვარაცხელიას შოუ იყო. 77 ნომერი კიდევ ერთხელ ადასტურებს კოსმოსური ფეხბურთელის სტატუსს: დანარჩენზე, ასევე ძლიერებზე, ერთი თავით მაღლა მაინც დგას. სადაც კვარაცხელიაა, იქ საშიშროებაა. ის ხედავს სივრცეს, რომელსაც სხვები ტელესკოპიდანაც ვერ უყურებენ. ჩვენ ის ბევრი რამის გამო შეგვიყვარდა.

კვარცხელიამ განავითარა მეორე გოლი, როდესაც საჯარიმოში შესულმა ზონაში სიცარიელე შექმნა. ასევე მისი დამსახურებაა გამარჯვების გოლი. სწორედ მან მისცა პასი ოსიმენს, რომელმაც „ნაპოლი“ 3:2 დააწინაურა. ძალიან გვიხარია, რომ ოსიმენმა ტრავმის შემდეგ გაიტანა. მანვე „აიაქსის“ წინააღმდეგ პენალტის მომენტში გუნდელებიდან პირველმა ოფიციალურად აღიარა კვარაცხელიას ახალი როლი“, – წერს იტალიური გამოცემა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close