დღის თემასაზოგადოება

დღეს სვეტიცხოვლობაა – გილოცავთ!

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ჩაატარა.

წმინდა სახარების თანახმად, იესო ქრისტემ 12 მოციქული გამოარჩია. მათ შორის იყო იუდა ისკარიოტელი, რომელმაც იესო გასცა. შემდგომ მის ნაცვლად უფალმა მატათა მოციქული გამოარჩია, რომელმაც საქართველოში იქადაგა. ამ დღეს ეკლესია წმინდა მოციქულებს: პეტრეს და მის ძმას ანდრიას, იაკობსა და მის ძმას იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესს, იუდა იაკობისას (თადეოზისა), სიმონ მოშურნეს და მატათას იხსენიებს.

საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სვეტიცხოვლობის ყველა საზეიმო ღონისძიება გადაიდო, მათ შორის, მცხეთობის საერო დღესასწაულიც.

სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება (12 მოციქულის ხსენების დღე). 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close