მოგზაურობაპოლიტიკა

აშშ-ის ათზე მეტი აეროპორტის ვებგვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა

CNN-ის ცნობით, აშშ-ის ათზე მეტი აეროპორტის ვებგვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა. მათში შესაძლოა პრორუსი ჰაკერები იყვნენ ჩართულნი.

არხის ცნობით, 10 ოქტომბერს, დილით, აშშ-ის აეროპორტების, მათ შორის, ქვეყანაში ყველაზე დიდი აეროპორტის ვებგვერდები მიუწვდომელი იყო. უშუალოდ ფრენებზე კიბერშეტევების გავლენის შესახებ არ იტყობინებიან, მაგრამ პრობლემა იყო ის, რომ ადამიანებისთვის მიუწვდომელი იყო ინფორმაცია ფრენის თაობაზე.

CNN წერს, რომ კიბერშეტევა განხორციელდა 14 ვებგვერდზე, მათ შორის, ჰარტსფილდ-ჯექსონ ატლანტაში (ატლანტა). ჰაკერული ჯგუფი, რომელიც ცნობილია, როგორც Killnet, ადრე სამიზნედ ისახავდა აშშ-ის რამდენიმე აეროპორტს.

ბერლინსა და ჰერნეში 8 ოქტომბერს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რამაც ჩრდილოეთ გერმანიაში მატარებლის მოძრაობა სამი საათით შეაფერხა. ასევე იყო ჩავარდნები GSM-R (Global System for Mobile Communications – Rail) საკომუნიკაციო სისტემის მუშაობაში, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას საკონტროლო ცენტრებს შორის, რომლებიც აკონტროლებენ შემადგენლობის და მატარებლების მოძრაობას, – წერს DW.

Deutsche Bahn-ის კონცერნმა და გერმანიის ტრანსპორტის ფედერალურმა სამინისტრომ გამორიცხეს ტექნიკური გაუმართაობის შესაძლებლობა. ბუნდესტაგის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანტონ ჰოფრაიტერმა გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა გერმანიის რკინიგზაზე ინფრასტრუქტურის დაზიანების უკან რუსეთი დგას. ბერლინის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ პოლიტიკური ელფერები არ არის გამორიცხული.

accentnews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close