ეკონომიკამოგზაურობა

დღეიდან ქუთაისის აეროპორტი რეაბილიტაციის გამო დაიხურა – ავიაკომპანიების რეისები, ძირითადად, თბილისიდან, ასევე, ბათუმიდან შესრულდება

10 ოქტომბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეაბილიტაციის გამო ორი კვირით დაიხურა, 24 ოქტომბრის ჩათვლით. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ავიაკომპანიები თბილისიდან და ბათუმიდან იფრენენ.

FlyArystan-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში შვიდი სიხშირით იფრენს. თბილისიდან შეასრულებს რეისებს Wizz air Abu-Dhabi-იც კვირაში 4  სიხშირით. ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია Belavia კი, რომელიც ბათუმში აქამდეც დაფრინავდა, ბათუმის აეროპორტში კვირაში სამ სიხშირეს დაამატებს.

ავიაკომპანია Wizz Air-მაც შეცვალა ფრენის განრიგი და ქუთაისის ნაცვლად, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ოპერირებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან განაგრძობს. ის თბილისიდან კვირაში 39 რეისს შეასრულებს.

„ავიანიუსის“ ცნობით, Wizz Air-მა აღნიშნული ინფორმაცია უკვე მიაწოდა იმ მომხმარებლებს, რომლებსაც განრიგის ცვლილება შეეხოთ, და ავტომატურად თავიდან დაჯავშნა ფრენები ქუთაისის ნაცვლად თბილისში. KuTools for excel Crack

ამას გარდა, Wizz Air-მა მგზავრებს აცნობა, რომ თუ შემოთავაზებული ახალი რეისით ფრენას რაიმე მიზეზით ვერ ახერხებენ, შეუძლიათ შეცვალონ ჯავშანი ალტერნატიული ფრენით ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე, ან დაიბრუნონ გადახდილი თანხის 100% საბანკო ანგარიშზე ან მიიღონ თანხის 120% WIZZ კრედიტის სახით.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით ასაფრენი/დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია განხორციელდება. რეაბილიტაციისთვის  საჭირო 8 მლნ ლარს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საკუთარი შემოსავლებიდან გაიღებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close