მედიცინარას არ გაიგებ/ფაქტები

4D ულტრაბგერითი სკანირება აჩვენებს, რომ ნაყოფი კომბოსტოს ჭამისას ტირის

ხოლო სტაფილოს ჭამისას იცინის

ალბათ ერთხელ მაინც გიფიქრიათ, როდის იწყებa ადამიანიs კვებითი გემოვნების ჩამოყალიბება – როდის წყვეტს იგი, რა მოსწონს და რა – არა. მართალია, ადრე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენი საკვების პრეფერენციები შეიძლება ჯერ კიდევ დაბადებამდე ჩამოყალიბდეს და ეს დედის დიეტაზე მოქმედებდეს, მაგრამ, მეცნიერთა თქმით, ახალი კვლევა პირველია, რომელიც პირდაპირ ხედავს ჯერ არდაბადებულ ბავშვთა რეაქციებს სხვადასხვა საკვების საპასუხოდ.

ჟურნალ Psychological Science-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ფეხმძიმე ქალის მიერ მიღებული საკვების არომატები ამნიონურ სითხეში იყო. იმის გასარკვევად, განასხვავებს თუ არა ნაყოფი გარკვეულ არომატებს, მკვლევართა ჯგუფმა ულტრაბგერითი სკანირება ჩაუტარა 18-დან 40 წლამდე ასაკის თითქმის 70 ორსულ ქალს. ერთ ჯგუფს სთხოვეს, მიეღო კომბოსტოს დაფხვნილი კაფსულა ულტრაბგერითი სკანირებამდე 20 წუთით ადრე, ხოლო მეორე ჯგუფს მისცეს გახეხილი სტაფილოს კაფსულა. 30 მათგანს კი მსგავსი კაფსულები არ მიუღია.

შემდეგ ჯგუფმა სკანირებული გამოსახულების შესწავლა დაიწყო. მათ დაადგინეს, რომ ნაყოფი ორჯერ ხშირად ტირის, როდესაც დედა კომბოსტოს კაფსულას იღებს, ვიდრე სტაფილოს შემთხვევაში. ხოლო როდესაც დედა სტაფილოს კაფსულას ჭამდა, ნაყოფმა სიცილის გამომეტყველება ორჯერ ხშირად მიიღო, ვიდრე კომბოსტოს ან არაფრის ჭამისას.

დოქტორმა ბენოიტ შაალმა, კვლევის ავტორმა ბურგუნდიის უნივერსიტეტის გემოვნებისა და კვების ქცევის კვლევის ცენტრიდან, განაცხადა, რომ შედეგების სიცხადე გასაკვირი იყო: „ნაყოფი ჯერ კიდევ იქამდე გრძნობდა, რას ჭამდა დედა, ვიდრე ის ჭამას დაასრულებდა“.

მთლიანობაში, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ნაშრომი ნაყოფის ქიმიოსენსორული სამყაროს შესწავლას უხსნის გზას. „მომავალი სამუშაო, რომელიც განსაზღვრავს ინდივიდუალურ განსხვავებებს ნაყოფის პასუხებში და როგორ უკავშირდება ეს დედის დიეტურ ჩვევებს თუ ბავშვის რეაქციებს დაბადების შემდეგ, ძალიან საინტერესო იქნება“. 

marketer.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close