ქართველები უცხოეთშიიტალიასპორტი

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ ისევ მოიგო და იტალიის ჩემპიონატის ლიდერია

დღეს ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა „ნაპოლიმ“ იტალიის სერია A-ს მეცხრე მატჩი გამართა კრემონაში სტუმრად „კრემონეზესთან“ (სადაც ქართველი ფეხბურთელი, ლუკა ლოჩოშვილი თამაშობს) და ანგარიშით 4:1 გაიმარჯვა.

დღევანდელ გამარჯვებაში „ნაპოლის“ ქართველი ფორვარდის დიდი წვლილია: მან ერთი პენალტი მოიპოვა, რომელიც პოლიტანომ დაარტყა და გაიტანა 26-ე წუთზე (პირველ ტაიმში მეტი გოლი არც გასულა) და მეორე საგოლე გადაცემა გააკეთა – მეკარის პირისპირ გასულმა კვარამ კარში ბურთის დარტყმას გადაცემა ამჯობინა და ლოსანოს, პრაქტიკულად, აჩუქა გოლი, რომელმაც ცარიელ კარში უპრობლემოდ შეაგდო ბურთი 93-ე წუთზე (მსაჯმა მეორე ტაიმის ძირითად დროს 5 წუთი დაუმატა) და ანგარიში 3:1 გახადა. უკვე საეჭვო აღარ იყო კამპანიელთა გამარჯვება, თუმცა „ნაპოლი“ ამაზე არ გაჩერდა და ბოლო – 96-ე წუთზე მეოთხე გოლიც გაიტანა – მისი ავტორი ამჯერად ოლივერა იყო.

„კრემონეზემ“ მხოლოდ ერთხელ – მეორე ტაიმში, 47-ე წუთზე შეძლო „ნაპოლის“ კარის აღება. გოლი დესერსმა გაიტანა და ანგარიში 1:1თითქმის ნახევარს საათს არ შეცვლილა, 76-ე წუთზე კი რუის ჩაწოდებული ბურთი კარში სიმეონემ შეაგდო და ნაპოლი დაწინაურდა: 2:1.

„ნაპოლი“ ისევ ლიდერია 23 ქულით და მეორე ადგილზე მყოფ „ატალანტას“ 2 ქულით უსწრებს (ამ უკანასკნელმა დღეს „უდინეზესთან“ ფრედ დაამთავრა თამაში, ანგარიშით 2:2). სპალეტის გუნდს კი  9 მატჩიდან 7 მოგება და 2 ფრე აქვს. დღევანდელი გამარჯვება „ნაპოლისთვის“ იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთეა, საერთაშორისო მატჩების ჩათვლით კი – ზედიზედ მერვე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close