ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილი ინოვაციური პრეპარატი კიბოს წინააღმდეგ – რეალობა და პერსპექტივა (ვიდეო)
ქართველ მეცნიერთა გამოგონება – ავთვისებიან სიმსივნეთა ოპერაციის შემდგომი მეტასტაზირების პრინციპულად ახალი, ინოვაციური პრეპარატი „ამფიცეზინი“ კლინიკური კვლევის ეტაპზე გადადის.
„ამფიცეზინი“ არის კიბოს მეტასტაზირების შემაფერხებელი (ინჰიბიტორი) უნიკალური საშუალება, რომელიც ხელს უშლის პირველადი სიმსივნური კერიდან მოწყვეტილი უჯრედების ენდოთელიუმზე მიწებებას, მეტიც, ანადგურებს მათ, შესაბამისად, რადიკალური ოპერაციის დროს და მის შემდეგ ორგანიზმში ამ ნივთიერების შეყვანით ონკოპაციენტები დაცულნი არიან მეტასტაზირებისაგან.
გამოგონების ავტორები არიან ცნობილი მეცნიერები: ონკოლოგი – ირაკლი ნადირაძე და ბიოქიმიკოსი – ნოდარ ჩიგოგიძე.
რას მიაგნეს მათ მრავალწლიანი მოღვაწეობის შედეგად, რა შექმნეს და რა დარჩება კაცობრიობის საკეთილდღეოდ – ამას დეტალურად პულსი TV-ის ვიდეოსიუჟეტიდან შეიტყობთ.
კომენტარები