მსოფლიოპოლიტიკა

იტალიური „ლა რეპუბლიკა“: რუსეთი, სავარაუდოდ, წყალქვეშა ხომალდ „პოსეიდონის“ გამოსაცდელად ემზადება, რომელსაც ბირთვული ცუნამის გამოწვევა შეუძლია

რუსეთი, სავარაუდოდ, წყალქვეშა ხომალდ „პოსეიდონის“ გამოსაცდელად ემზადება, რომელსაც ბირთვული ცუნამის გამოწვევა შეუძლია – ამის შესახებ NATO-ს დაზვერვამ ალიანსის სარდლობა გააფრთხილა. ინფორმაციას იტალიური გამოცემა „ლა რეპუბლიკა“ (La Repubblica) ავრცელებს.

„რუსეთმა შესაძლოა ბირთვული ძრავის მქონე წყალქვეშა ხომალდ „პოსეიდონის“ საცდელი გაშვება „ბელგოროდის“ ატომური წყალქვეშა ნავიდან განახორციელოს. საუბარია, ბირთვული ქობინის მქონე 24- მეტრიან აპარატზე, რომლის სიმძლავრეც, დიდი ალბათობით, ორი მეგატონაა.

პოსეიდონს“ შეუძლია წარმოქმნას რადიოაქტიული ცუნამი, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ისეთი ქალაქები, როგორიცაა ნიუ-იორკი და ლოს-ანჯელესი“, – წერს გამოცემა.

წყალქვეშა ნავის ოპერირების სიღრმიდან გამომდინარე არსებობს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ამერიკულმა თანამგზავრებმა „პოსეიდონის“ გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ვერ მიიღონ.

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close